”მილდსბრომ” გასტონ რამირესს გაუხანგძლივა
25 წლის ნახევარმცველი გასტონ რამირესი კარიერას კვლავ ”მილდსბროში” გააგრძელებს. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, რამირესი იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელის სტატუსით ”საუთჰემფთონიდან” ”ბოლონიაში” 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ”მილდსბროში” არენდით წესით გაატარა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ”მილდსბროსთვის” გასტონ რამირესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მერვე დანამატია. მანამდე გუნდმა მეკარე ვიქტორ ვალდესი, მცველები ბერნანდო ესპინოზა, ჯორდან მაკგი და ანტონიო ბარაგანი, ნახევარმცვეი მარტენ დე როონი, გარემარბი ვიქტორ ფიშერი და თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო გადაიბირა.