მილნერი: ”ჩვეული ფეხბურთის თამაში ვერ მოვახერხეთ”
”მანჩესტერ სიტი” მძიმე მდგომარეობაშია. ჩემპიონთა ლიგაზე, ”ქალაქელებმა” 2 ჩატარებული თამაშიდან, ვერცერთი მოიგეს: ჯერ ”ბაიერნთან” სტუმრად დამარცხდნენ, შემდეგ კი ”რომასთან”, საკუთარ მოედანზე ფრედ ითამაშეს. ”მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერა, ”რომასთან” ჩატარებულ მატჩზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
”ჩვენს თამაშს სისწრაფე ეკლდა. შესაძლოა მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, ამან კი ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ. არ შეიძლება, რომ მეტოქის თამაში არ ავღნიშნო, ისინი ორგანიზებულად მოქმედებდნენ და ბევრი პორბლემა შეგვიქმნეს. ასეა თუ ისე, ამ შედეგის მიღება მოგვიწევს.” – განაცხადა მილნერმა.