მილტონ ჰეიგი: არგენტინა ჩვენთვის დიდი დაბრკოლება იქნება

თარიღი: სექტემბერი 20, 2015

ტონგასთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.

მილტონ ჰეიგი:

– ეს თითოეული გუნდის თითოეული წევრის 4 წლის შრომის ნაყოფია. მსოფლიო თასზე გასვლის შემდეგ, 2 წლიანი ფოკუსირება კონკრეტულად ამ თამაშზე გავაკეთეთ და ვიცოდით, რომ იმის შესაძლელობა გვქონდა, რომ შეგვეცვალა ქართული რაგბის ისტორია, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო.

– საქართველო შემდეგ საფეხურზე გადავიდა?

– ჯერ მაღალ საფეხურზე არ ვართ. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ რეიტინგში უფრო მაღლა მდგომ გუნდებს ვუგებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიოს ტოპ 8 გუნდთან თანმიმდევრული შეჯიბრებაა. ამისთვის ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

– რაზე იყო დამყარებული ეს გამარჯვება?

– ძალიან ბევრ და თავდაუზოგავ შრომაზე. ბოლო სამი თვე ყველასთვის ურთულესი იყო, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მწვრთნელებისთვის, და ვფიქრობ ეს ყველაფერი დღეს კარგად გამოჩნდა. ფიზ-მომზადებამ იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ 80 წუთის განმავლობაში დაუღალავად დაგვეცვა თავი და ამან თამაშის მოგების საშუალება მოგვცა.

– შეაფასეთ მამუკა გორგოძის თამაში.

– ის არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ, როგორც გუნდის წევრი, ნაკრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ნაკრების სხვა წევრები კარგ თამაშში აიყოლიოს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი მსოფლიო კლასის მორაგბეა.

– რა იყო ტონგელთა მარცხის მიზეზი, საქართველოს ძალის არა სათანადო დაფასება?

– მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ ტონგელს ვესაუბრე, მორაგბეს, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი და მან მითხრა, რომ ისინი სათანადოდ არ გვაფასებდნენ და სხვა თამაშებზე უფრო იყვნენ ორიენტირებულნი. ეს კომენტარი მისგან ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც მთელი ჩვენი ინტერესი მათკენი იყო მიმართული. ბევრმა ჩვენს შესახებ არ იცის და სწორედ ამიტომ ვერ გვაფასებენ სათანადოდ, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება ბევრს დააფიქრებს.

– საქართველოს შანსები არგენტინის წინააღმდეგ როგორია?

– კარგი იქნება მათთან რაიმე შანსი რომ გვქონდეს, დარწმუნებული ვარ არგენტინა ჩვენთვის დიდი დაბრკოლება იქნება. თუმცა ტონგასთან გამარჯვება თავდაჯერებულობას გაგვიორმაგებს, იმპულსს მოგვემს და რწმენას, რომ თუ ბურთი ჩვენს სასარგებლოდ გაგორდება, ვინ იცის, რა შეიძლება მოხდეს.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა
რაგბი

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო […]...
წაკითხვა