მილტონ ჰეიგი: ”ბიჭები კარგად მიცნობენ, იციან როდის ვხუმრობ და როდის ვარ სერიოზული”

თარიღი: სექტემბერი 6, 2016

“რაგბი ევროპის ჩემპიონატში” (ყოფილი ერთა თასი) გამარჯვების შემდეგ ბორჯღალოსნები ოკეანეთიდანაც დაუმარცხებელნი დაბრუნდნენ სამშობლოში. წინ არანაკლებ საინტერესო ნოემბერი გველის. რას ფიქრობს ”ბორჯღალოსნების” დამრიგებელი მომავალ ტესტებზე, როგორია სამხრეთული ტურნეს მისეული შეფასება და ქართული რაგბის როგორ მომავალს ხედავს ახალზელანდიელი თავკაცი. ამ და ჩვენთვის საინტერესო სხვა საკითხებზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

– არსებობს მოსაზრებარომ რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადავიზარდეთ. თუშეგიძლიათ გვითხრათრა გეგმები გქონდათ, რას ისახავდით მიზნად გასულტურნირზე და შეასრულეთ თუ არა ისინი

– გეგმის პირველი ნაწილი მდგომარეობდა იმაში, რომ კარგად გვეთამაშა, ვინაიდან წლევანდელი ერთა თასი მსოფლიო თასის შემდეგ იყო პირველი ტურნირი, სადაც შესაძლებლობა გვქონდა გვეთამაშა შინაურ კედლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგრძელებინა განვითარება და შეგვენარჩუნებინა ის სტანდარტები, რომლებსაც მივაღწიეთ გასული წლის მსოფლიოზე. ეს იყო ჩვენი გეგმა და სწორედ ამიტომ ნაკრების კომპლექტაციისას შევარჩიეთ ძირითადად  ის ბიჭები, რომლებმაც ინგლისში ითამაშეს. წლევანდელი ერთა თასი არ გამოგვიყენებია იმისათვის, რომ ბევრი ახალგაზრდა გამოგვეცადა, ვინაიდან ჩვენ გვინდოდა კარგად თამაში და ტურნირის დამაჯერებელად მოგება.  საკმაოდ სერიოზულად მოვეკიდეთ აღნიშნულ ტურნირს, რაზეც ის ფაქტებიც მეტყველებს, რომ 3 თამაშში მოვაგროვეთ მინიმუმ 30 ქულა, პორტუგალიასთან 29 და რუმინეთი დავამარცხეთ დიდი სხვაობით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გულშემატკივრების წინაშე კარგად გვეთამაშა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რა გეგმებიც დავისახეთ, მივაღწიეთ კიდეც.

– გერმანიასთან ორი მგეზავით ვითამაშეთ (ხმალაძემალაღურაძე). ესგადაწყვეტილება ტრავმებით იყო გამოწვეული, თუ გარკვეული ტაქტიკისნაწილია და შესაძლოა მომავალშიც ვიხილოთ იგივე?

– ტრამვებმა მოგვცა შესაძლებლობა მალაღურაძის შუამარბის პოზიციაზე დაყენებით უფრო მეტად გაგვეშალა ბურთი და ცენტრში სხვა წყვილს ეთამაშა. უნდა ვეცადოთ არა მარტო არსებული კომბინაციების დახვეწა, არამედ იმ მოთამაშეების არეალის გაფართოებაც, რომლებიც უმტკივნეულოდ შეძლებენ ტრამვირებულის ადგილის დაკავებას.

– რა საფრთხეებია ორი ათი ნომრით თამაშის დროს და რახან მგეზავი თორმეტინომერივით კარგი დამცველი ვერ არის, მოდის თუ არა მეტი წნეხი/დატვირთვასხვა პოზიციებზე? (მაგალითად: 13 ნომერზე, ან მესამე ხაზზე)

– არა, არ ვფიქრობ, ვინაიდან ასეთ დროს მნიშვნელოვანია სწორი სელექცია და შესაბამისი მოთამაშის დაყენება აღნიშნულ პოზიციაზე. მალაღურაძე ძალიან კარგია დაცვაში, რაც მან მსოფლიოზე ზელანდიასთანაც აჩვენა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით მის დაცვით შესაძლებლობებში. როდესაც ორი მგეზავით თამაშობ, მნიშნელოვანია, რომ ეს ხალხი სწორად იყოს შერჩეული და მათ შეეძლოთ დავალების შესრულება.

– შუამარბის პოზიციაზე როგორ მოთამაშეს ანიჭებთ უპირატესობას: ჯანიანმოთამაშეს, რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის დაცვის გაგლეჯვა; ჭკვიანმორაგბეს, მოედნის კარგი ხედვით და ინტერვალებში შესვლის უნარით; თუარსებობს მესამე ვარიანტიცფაქტიურად მეორე მგეზავი, რომელიც კარგადხმარობს ფეხს და ტაქტიკური დარტყმებით ტერიტორიის მოგებაზეამომართული?

– დამოკიდებულია მოწინააღმდეგეზე და იმ მოთამაშეებზე, ვინც გყავს მოცემული მომენტისათვის. რამდენიმე წელია, რაც ჩვენი არჩევანი არის ხმალაძე, შარიქაძე და კაჭარავა. ეს ბიჭები ძალიან კარგად არიან ერთმანეთთან შეთამაშებულნი. აღნიშნულ შემთხვევაში გვყავს როგორც ჭკვიანი მორაგბეები, ასევე კარგი შემტევი შარიქაძე და გაუვალი დამცველი კაჭარავას სახით. ზოგადად უნდა შევხედოთ მთლიან სურათს, რის საშუალებას გვაძლევს 10-12-13-ის მოცემული კომბინაცია და თუ არ გვაკმაყოფილებს, მხოლოდ შემდეგ უნდა ვიფიქროთ ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, უკეთესიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე სავსებით მისაღებია.

– 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე: როგორც ვიცით, ეს ტურნირი მსოფლიოსსაკვალიფიკაციოა და ჩვენ უკვე გასულები ვართ, ასევე ჩვენს მოწინააღმდეგეებსჩვენთან შეხვედრებში ქულები არ დაეწერებათ და შესაძლოა მნიშვნელოვანიმატჩებისთვის მოთამაშეებიც დაზოგონ. რა მოტივაცია უნდა გვქონდეს ამტურნირში და რა მიზნები გვაქვს?

– არ დაგვავიწყდეს, რომ ბორჯღალოსნები წელიწადში მაქსიმუმ 11-12 ტესტს თამაშობენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში ბიჭები თავისი ქვეყნის ღირსებას იცავენ. მნიშვნელოვანია, ეს ყველამ გაითავისოს, რომ არ აქვს მნიშნელობა გერმანიას ვხვდებით თუ ზელანდიას. გამომდინარე იქიდან, რომ გულშემატკივრები ჩვენგან უპირველეს ყოვლისა გამარჯვებას ელიან, მნიშვნელოვანი იქნება კარგი გუნდით გასვლა და თამაში. თუმცა, სავარაუდოდ, მომავალ წელს უფრო დიდი დოზით ვიხილავთ ახალგაზრდა მოთამაშეებს. ახლა ძნელია თქმა, მაგრამ შეიძლება იყოს 60% გამოცდილი ბიჭებისა და 40% ახალგაზრდების ნაზავი, მოწინააღმდეგიდან გამომდინარე შეიძლება 70/30 იყოს. ეს ყველაფერი იმაზეც იქნება დამოკიდებული, განვითარების რა ეტაპზე ვიქნებით. 2017 წელი უფრო ექსპერიმენტების წელი იქნება, როცა ჩვენ შევეცდებით იმ მოთამაშეებისთვის შემცვლელების საქმეში ნახვას, ვინც 2019-ში უკვე ვეღარ შეძლებენ მაღალ დონეზე თამაშს. მომავალ წელს გულშემატკივრები ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად იხილავენ რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდას.

– ოკეანის ტურნეზე: საიდუმლო არ არის, რომ ნაკრებისგან ასეთ შედეგს არავინელოდა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ მოემზადეთ ამ მატჩებისთვის და რაიყო მიზანი?

– ვიცი, რომ არცთუ ისე ბევრს სჯეროდა ჩვენი წარმატების, მაგრამ როგორც ზელანდიელს, მე მჯეროდა, ვინაიდან მიმუშავია კუნძულელებთან და ვიცნობ მათ. ყველაფერი დადის თამაშისთვის მზადებაზე. არა იმდენად ფიზიკურ ნაწილში, ვინაიდან ბიჭები საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობენ და შესაბამისი წრთობა აქვთ გავლილი, რამდენადაც მოწინააღმდეგის თამაშის სტილისა და ტაქტიკის გაცნობაში. კარგად უნდა გაგვეანალიზებინა მეტოქე, რისთვისაც ვნახეთ ყველა მათი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე და შევისწავლეთ მათი სისუსტეები, რომელთა გამოყენებაც დავისახეთ მიზნად. ეს პროცესი თითქმის სამი თვის განმავლობაში ხდებოდა და სამწვრთნელო შტაბის ერთგვარი საშინაო დავალება იყო. შემდეგ მნიშნელოვანი იყო კუნძულებზე ადრიანად ჩასვლა, რომ საკმარისი დრო გვქონოდა დამღლელი, თითქმის 42 საათიანი, მგზავრობის შემდეგ დასასვენებლად და ძალების აღდგენისათვის. ჩვენ წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით, რომელიც ჩვენთვის ქრეგ ვაითმა შეადგინა და ძალიან დაგვეხმარა არა მარტო ამ ტურნესთვის მზადებაში, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზეც. ვიცოდით, რომ სამოასთან ტესტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის, ვინაიდან თუ კარგად ვითამაშებდით და შედეგსაც მივაღწევდით, ბიჭები ირწმუნებდნენ საკუთარ ძალებს და ეს ტურნეს ბოლომდე გაგვყვებოდა. მართალია ფრედ დავასრულეთ, თუმცა ვფიქრობ მაინც გვქონდა მოგების შანსი, მაგრამ არასაკმარისი მოთმინება გამოვავლინეთ ბოლო წუთებში. ტონგასთან თამაშის წინ უკვე თითქმის 2 კვირა ვიყავით კუნძულებზე და საკმარისად შევეჩვიეთ იქაურობას, ძილიც მოგვიწესრიგდა, საკვებიც და ვარჯიშიც მშვენიერი იყო და ვიცოდით, რომ რაც სამოასთან დაგვაკლდა მოთმინების სახით, აქ უნდა გამოგვესწორებინა. რაც პრინციპში ვნახეთ კიდეც; ბოლო 5 წთ-ის განმავლობაში ყოვლისმომცველი დომინირება შევძელით მეტოქის 22-ში და საბოლოო ჯამში გავიმარჯვეთ კიდეც. აღნიშნულმა წარმატებამ ბიჭებს კიდევ უფრო შემატა თვითდაჯერებულობა. ფიჯი, რა თქმა, ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ როდესაც ჩვენ სტატისტიკური ანალიზი გავაკეთეთ და ბიჭებს ვაჩვენეთ, ვნახეთ, რომ მათი საუკეთესო მხარე არის შეტევა, მაშინ როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცავდით თავს. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით ბიჭების დარწმუნება, რომ თუ გავაუმჯობესებდით ჩვენს შეტევებს და დაცვაც ძველებურად გაუვალი იქნებოდა, ჩვენ შეგვეძლო ამ თამაშის მოგება. ასეც მოხდა, კონკრეტულად ამ თამაშში ჩვენ უპირობოდ უკეთესი გუნდი ვიყავით. დასკვნის სახით გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი პროცესია, რომელიც დამოკიდებულია დაგეგმვაზე, მზადებასა და ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგია, ვინაიდან ქართული რაგბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩავწერეთ. დინამიკაში თუ შევხედავთ მსოფლიო ჩემპიონატს, „რაგბი ევროპის ჩემპიონატს“ და ტურნეს კუნძულებზე, ვნახავთ რომ ვვითარდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. თუ ასე გავაგრძელებთ, რეიტინგშიც წავიწევთ წინ და „მსოფლიო რაგბი“ და „6 ერის“ ქვეყნებიც უფრო მეტ ყურადღებას მოგვაქცევს.

– რა იყო ჩვენი გეგმა და თუ გაგაკვირვეს კუნძულელებმა რაიმე ტაქტიკურისიახლით?

– ეს სამივეს ეხება –  თუ მათ მისცემ საკმარის დროს და სივრცეს, გვერდით ჩაგიქროლებენ და დაღუპული ხარ. კრიტიკულად მნიშნელოვანი იყო მათთვის სივრცის და დროის შეზღუდვა, რისთვისაც დაცვაში ხაზის დროულად შევსება გვჭირდებოდა. როგორც კი რაქიდან ბურთს გამოიტანდნენ, სწრაფად უნდა ჩაგვეხურა. თუ ამას მოვახერხებდით, ვიცოდით, რომ წნეხის ქვეშ მოვაქცევდით. მნიშვნელოვან შეხვედრებს იგებს დაცვა. რა თქმა უნდა, შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო კარში დარტყმა იქნება თუ ლელოს დადება, მაგრამ ზოგადად ასეთი მაღალი დონის მატჩებში დაცვა გადამწყვეტია.

– სოციალურ მედიაში მყარად ჩამოყალიბდა აზრი, რომ თქვენ იცით როგორდაამარცხოთ კუნძულელები…

– დაახლოებით 10 წელი ვავარჯიშებდი კუნძულელებს ზელანდიაში, ვიცნობ მათ ფსიქოლოგიას, ვიცი როგორ ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ ზოგადად თუ მენტალურად კარგად მოვემზადებით და ფიზიკაც ხელს გვიწყობს, შეგვიძლია წნეხის ქვეშ ვამყოფოთ არა მარტო კუნძულელები, არამედ იგივე შოტლანდია. მართალია, არგენტინასთან ეს მხოლოდ ერთი ტაიმი შევძელით და შემდეგ მძიმედ დავმარცხდით, მაგრამ ისევ ჩვენ უნდა შევძლოთ უფრო დიდი ხნის მანძილზე კონცეტრირება და თუ შევძლებთ, წარმატებაც მოვა.

– ნოემბრის ტესტები გვიახლოვდება. რას ველოდებით ჩვენიმოწინააღმდეგეებისგან და როგორ ვემზადებით მათთან შესახვედრად?

– იაპონიაც და სამოაც აქ ძალიან კარგად მომზადებული ჩამოვლენ. ჩვენ ვერ შევძლებთ მათ გაკვირვებას, როგორც ვთქვათ, რამდენიმე წლის წინ. ეს, რა თქმა უნდა, გაგვირთულებს საქმეს, მაგრამ თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ, უკეთესად უნდა ვივარჯიშოთ, უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიდეთ ყველა, არა მარტო მოთამაშეები, არამედ სამწვრთნელო შტაბი, ექიმები, ანალიტიკოსები და ა.შ. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი მათ მიმართ, კარგი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, რაგბი ევროპის ჩემპიონატიც და სამხრეთული ტურნეც, მაგრამ საქართველოს ისტორიაში პირველად გვაქვს შანსი წელი დავამთავროთ წაუგებლად, რაც მანამდე არ მომხდარა. შეიძლება მომხდარა უკრაინასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან, მაგრამ არა ამ დონეზე. ეს უნდა იყოს მოტივატორი. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვეყოლება და კარგად მოემზადებიან ჩვენთან შესახვედრად, მაგრამ ჩვენ იმაზე უკეთ უნდა მოვემზადოთ, ვიდრე აქამდე ოდესმე ვყოფილვართ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფსიქოლოგიურად სწორად და კარგად ვხვდებით ნოემბერს და მე მჯერა, თუ კარგად დავგეგმეთ და სელექციაც სწორად წავრმართეთ, განსაკუთრებული ნოემბერი გველის წინ.

– რა იქნება ამ სამ მატჩში კარგი და მისაღები შედეგი

– ნოემბრის მეტოქეებიდან ნებისმიერის დამარცხება უკვე კარგი შედეგია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თამასა აწეულია, ვფიქრობ სამიდან ორი გამარჯვება ძალიან კარგ შედეგად ჩაითვლება. შოტლანდიის კალიბრის გუნდის დამარცხება უკვე ფანტასტიკური იქნება, ვინაიდან ევროპა დაინახავს, რომ საქართველო მძინარე გოლიათი კი აღარ არის, არამედ უკვე გამოღვიძებული გოლიათია. რა თქმა უნდა, ამისკენ მივისწრაფით და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან რთული იქნება, ვინაიდან მეტოქეებმა უკვე იციან, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვიმედოვნებ, რომ მოთამაშეებიც აგვყვებიან. ვნახოთ, რა იქნება.

– როგორია თქვენთვის ოპტიმალური სამწვრთნელო შტაბი?

– გრძელვადიან პერიოდში ჩვენ არ გვჭირდება ათი მწვრთნელი, მაგრამ იმაზე მეტი ნამდვილად საჭიროა, ვიდრე ახლა გვყავს. გვჭირდება ისეთი ხალხი, ვინც დადებით როლს ითამაშებს იმაში, რასაც ვაკეთებთ, ვინც დამატებით ღირებულებას შეგვძენს. ვფიქრობ, 4 მწვრთნელი და ტექნიკური მრჩეველი (რომელიც ტექნიკურ საკითხებში დაგვეხმარება) საკმარისი იქნება: დაცვის, შეტევის, შერკინების (მიუხედავად იმისა, რომ აქ კარგად ვართ, განვითარება მაინც გვჭირდება) და უნარ-ჩვევების ან დარტყმის სპეციალისტი. ეს უკანასკნელი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან ტაქტიკური დარტყმების გამოყენება ხდება როგორც დაცვაში, ასევე შეტევისას და დიდი გუნდების უმრავლესობას ჰყავს. გასათვალისწინებელია, რომ შერჩეული კანდიდატები უნდა მოერგონ იმ გარემოს, რომელშიც მოუწევთ მუშაობა და თუ ასეთი ხალხი ვერ შევარჩიეთ, მაშინ არსებული ორი მწვრთნელი გავაგრძელებთ მუშაობას.

– ხმები დადის, თითქოს ასისტენტები უკვე შერჩეული გყავთ. რამდენადშეესაბამება ეს სიმართლეს და შეგიძლიათ თუ არა მათი დასახელება?

– ამ ეტაპზე არ შემიძლია, ვინაიდან ხელშეკრულებები ჯერ არ გაფორმებულა. ზოგადად ვიტყვი, რომ გვჭირდება როგორც ზოგადი სარაგბო უნარ-ჩვევებისა და შეტევის განვითარება, ასევე ტაქტიკური დარტყმების დახვეწა. იმ გეგმის მიხედვით, რომელიც 2019 წლისათვის გვაქვს, მოწვეულმა სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ არა მარტო ეროვნულ, არამედ ასაკობრივ ნაკრებებთან, ვინაიდან ჩვენ უნდა აღვზარდოთ ის ბავშვები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ არა მარტო 2019 არამედ 2023 წლის მსოფლიოზეც. ასეთი ხალხი ამ ეტაპზე არ გვყავს, თუმცა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ახლოს ვართ მიზანთან. სავარაუდოდ, შემდეგი 4 კვირის განმავლობაში გამოვაცხადებთ. გასული მსოფლიოს შემდეგ არა მარტო ჩემი, არამედ რაგბის კავშირის სურვილიცაა, რომ სამხრეთელი სპეციალისტები გვყავდეს როგორც ასაკობრივ, ასევე ეროვნულ ნაკრებში.

– როგორია ქართული რაგბის სიღრმე და რომელი პოზიციაა ყველაზეპრობლემატური?

– ცოტა სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან სამხრეთული ტურნეს წინაც იყო მსგავსი მოსაზრებები, რომ შეთხელებული რაზმით ვერ მივაღწევდით სასურველ შედეგს. რეალობა ისაა, რომ რაგბი კონტაქტური სპორტია და დაშავების ალბათობა მაღალია. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ რეზერვი. სასურველი იქნებოდა, დამატებით 1-2 კაცი კვაჭის პოზიციაზე, გვყავს ტულონში ახალგაზრდა ბიჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც უკვე მოვიაზრებთ, მაგრამ დამატებით კიდევ გვჭირდება ახალგაზრდა ბიჭები ასაკობრივი ნაკრებიდან. მეორე ხაზია მტკივნეული პოზიცია, რა თქმა უნდა აქაც გვყავს კარგი ბიჭები, მაგრამ ზოგადად მაღალი მეორეხაზელების დეფიციტი გვაქვს. შემდეგი პოზიცია არის მგეზავი, სადაც ტრამვების შემთხვევაში გაგვიჭირდება. 20წ ნაკრებიდან ძალიან მოხარული ვარ რამდენიმე უკანახაზელით, მათ შორის ფულბეკით. ძალიან კარგი ბიჭები მოდიან, რომლებთანაც უნდა ვიმუშაოთ თამაშის გააზრების მიმართულებით. აკადემიებში მუშაობენ და ვფიქრობ 2019-2023 წლისათვის ქართულ რაგბს კიდევ უფრო დიდი პროგრესი ექნება. ზოგადად ბევრს ვმუშაობთ ახალგაზრდების მიმართულებით, ვაკვირდებით და ვეძებთ პერსპექტიულ მოთამაშეებს. 20 წლამდელთა მსოფლიოს ყველა თამაშს ვუყურე და ძალიან კარგი ბიჭები არიან. ძალიან კარგი იყო გიორგი ცუცქირიძე, ბურჯები გამოირჩნენ. ჩვენზე უკეთესად ვერავინ ზრდის ბურჯებს. „ბრამბიზის“ მორკინალების მწვრთნელს ვესაუბრებოდი და დაინტერესდა, თუ არის შესაძლებელი ბურჯების გაგზავნა.

– ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა უნდაგააგზავნოს ახალგაზრდა, ნიჭიერი მორაგბეები ზელანდიურ სარაგბოაკადემიებში. რა აზრის ხართ ამ იდეაზე?

– ჩვენ ვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები გავგზავნოთ ზელანდიაში. იქაურმა აკადემიებმა და რაგბის კავშირებმა 3 პროგრამა შემოგვთავაზეს. სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ – უნდა გავითვალისწინოთ როგორც პროგრამა, ასევე ის თუ წელიწადის რომელი მონაკვეთია ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ გვქონდა გეგმა სექტემბერ-ოქტომბერში გაგვეგზავნა 2-3 ახალგაზრდა, მაგრამ ვიზების გამო ჭიანურდება. თუმცა თებერვალ-მარტში აუცილებლად გავუშვებთ ბიჭებს, სავარაუდოდ ქენთერბერის პროგრამით, ძალიან კარგი პროგრამა აქვთ. სამხრეთ აფრიკა მეორე ალტერნატივაა ამ მიმართულებით. ვეცდებით, მომავალ წელს იქაც გავუშვათ მორაგბეები.

– რა განსხვავებაა ბობოლებსა და .. მეორე დონის ქვეყნებს შორის? 2015 წლისმსოფლიო თასის მერე ეს განსხვავება კვლავ მცირდება?

– ვფიქრობ, სხვაობა მცირდება, ვინაიდან მეორე ეშელონის ქვეყნების პროფესიონალიზმის დონე იზრდება ყველა მიმართულებით (კვება, ფიზ-მომზადება, მწვთნელები). ზოგიერთი მეორე ეშელონის ქვეყანას გრანდებზე არანაკლები მწვრთნელები ჰყავს. მივიჩნევ, რომ სხვაობის ასეთი შემცირება ორგანული ზრდის შედეგია და იმის მიუხედავად, რომ საუკეთესო 4-5 გუნდსა და დანარჩენებს შორის მაინც დიდი უფსკრულია, 2019 კიდევ უფრო დააახლოვებს დონეებს. მაგალითად, ახლა საქართველომ რომ დაამარცხოს რომელიმე პირველი ეშელონიდან, არა მგონია, ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყოს, ვინაიდან ასეთი მოლოდინი უკვე არსებობს გამომდინარე ბოლო მსოფლიო ჩემპიონატიდან.

– ახალი ზელანდია დაახლოებით საქართველოსხელა ქვეყანაა მოსახლეობისრაოდენობით, თუმცა ბოლო წლებში ისევე დომინირებენ რაგბში

– ზელანდიას დანარჩენი მსოფლიოსგან გამოარჩევს ის ფაქტი, რომ მათი რაგბის ფილოსოფია და სტრუქტურა მკვეთრად განსხვავებულია. დაწყებული 5 წლის ასაკიდან იქნება ეს სკოლის გუნდი, პროვინციათა ნაკრები თუ სუპერ რაგბის ფრანჩაიზი, ყველგან არიან უმაღლესი დონის მწვრთნელები და ზოგადად უკიდურესად პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი. შესაბამისად მოთამაშე მისი განვითარების ყველა სტადიაზე იღებს ყველაზე მოწინავე ცოდნას და ვითარდება უაღრესად კონკურენტულ გარემოში.

– ზოგიერთი ექსპერტი შეშფოთებულია რაგბის პოპულარობის ვარდნითავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში. იგივეს ვერ ვიტყვით ზელანდიაზე, თუმცააშკარად ჩანს სტადიონზე დასწრების პრობლემა იგივესუპერ რაგბისთამაშებისდროს. თქვენი აზრით, რაშია პრობლემა?

– წლების განმავლობაში ხდება ასე. ყველაფრის სათავე ტელევიზიაა, რომელიც საშუალებას გაძლევს სახლში ბუხართან ლუდით ხელში კომფორტულად უყურო თამაშს და არ გაითოშო სტადიონზე, ვინაიდან წლის მოცემულ პერიოდში ზელანდიაში გვარიანად ცივა. სამივე სამხრეთული ქვეყანა მუდმივად იბრძვის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებში მოსახვედრად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად დასწრების დაბალი მაჩვენებლისა, მათი დონე ძალიან მაღალია.

– „სუპერ რაგბიალბათ ყველაზე ძლიერი საკლუბო ტურნირია მსოფლიოში. ბევრიადამიანი ფიქრობს, რომ იაპონელების პროგრესი იქნება უფრო დიდი და ჩვენგაგვიჭირდება მათთან დაწევა, რადგან ისინი თამაშობენსუპერ რაგბისტურნირს. რა არის გამოსავალი ჩვენთვის?

– გამოსავალი ისაა, რომ შევუერთდეთ სუპერ რაგბს. არის გარკვეული მოსაზრებები და ინიციატივები, რომლის მიხედვითაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა მონაწილეობა მივიღოთ სუპერ რაგბის გათამაშებაში. რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარება  გარდამტეხი იქნება რაგბის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში, ვინაიდან საშუალება გვექნება ყოველკვირა ვეთამაშოთ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს. ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ 6 ერის, ჩელენჯ ქაფის თუ ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩართვის მცდელობებზე. ჩვენთვის მთავარია, უკეთეს შეჯიბრებაში რეგულარული მონაწილეობით განვვითარდეთ და გავიზარდოთ ისევე, როგორც იაპონია ნოემბერში იქნება მკვეთრად განსხვავებული გუნდი და ძალიან ძალიან ძნელი იქნება მათთან თამაში; გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი სეზონი ითამაშეს სუპერ რაგბის ტურნირში.

– თუკი ჩავერთვებითსუპერ რაბში“, ალბათ დაგვჭირდება პრობლემატურპოზიციებზე გაძლიერება, რათა ღირსეულად გამოვიდეთ ამ ტურნირზე. რა აზრისხართ უცხოელი ლეგიონერების (მაგალითად კუნძულელების) დამატებაზე დაშემდგომში მათ ეროვნულ ნაკრებში ინტეგრაციაზე?

– იდეალურ შემთხვევაში ყველა ლეგიონერი უნდა დავაბრუნოთ საქართველოში. ვინაიდან თუ გვინდა, რომ ქართული რაგბი განვითარდეს, „სუპერ რაგბის“ ჩვენი ფრანჩაიზის მოთამაშეთა უმრავლესობას ქართველები უნდა შეადგენდნენ. შესაძლოა, დავიმატოთ რამდენიმე რუმინელი, ისევე როგორც რამდენიმე რუსი (კომერციული მხარეც გასათვალისწინებელია). არ ვფიქრობ, რომ კუნძულელები უნდა დავიმატოთ, ვინაიდან ჩვენი საქმეა ქართული რაგბის განვითარება და არა პრობლემის მოკლევადიანი მოგვარება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მარკეტინგულადაც და ზოგადადაც, სუპერ რაგბის ფრანჩაიზი აღმოსავლეთ ევროპის გუნდია – ქართველები, რუმინელები და რუსები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ერთი წლით შეიძლება მოიწვიო ვინმე პრობლემური, მაგალითად გარემარბის, პოზიციის შესავსებად. პირველივე ჯერზე აქ რომ ჩამოვედი, მთხოვდნენ ორი ზელანდიელის დამატებას – 9 და 10 ნომრების, მაგრამ უარით გავისტუმრე. თქვენ უნდა აღზარდოთ საკუთარი მორაგბეები, ეს არის ჩემი ფილოსოფია.

– როგორი ტიპის მწვრთნელი ხართ? მოთამაშეებთან მეგობრული ურთიერთობისმომხრე ხართ, თუ უფრო დისტანცირებას ამჯობინებთ?

– უფრო მოთამაშეებზე ორიენტირებული. აქ გატარებული არასრული 5 წლის განმავლობაში ძალიან კარგად გავიცანი ბიჭები, ისინიც მიცნობენ, იციან როდის ვხუმრობ და როდის ვარ სერიოზული. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ლიდერებთანაც და ახალგაზრდებთანაც. თუ ოდესმე მომიწევს ამ ქვეყნის დატოვება, მინდა რომ ბიჭებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ მინდოდა მათი უკეთეს მოთამაშეებად და ადამიანებად ქცევა. ამისათვის კი საჭიროა შევქმნათ შესაბამისი გარემო, რომელიც მუდმივად უბიძგებს როგორც მოთამაშეს, ასევე მწვრთნელებს განვითარებისაკენ.

– დიდი ხანია უკვე საქართველოში ცხოვრობთ. ყველაზე მეტად რა გენატრებათზელანდიური?

ზღვა, სანაპირო და ტალღები… კიდევ ზღვის პროდუქტები. სხვა არაფერი, ვინაიდან გვიყვარს აქაურობა და კარგად ვგრძნობთ თავს. არც ღვინო, არც ზოგადად საკვები, მაგრამ ქვიშიანი სანაპირო და კარგი ზღვის პროდუქტები ნამდვილად. რა თქმა უნდა, ნათესავები და მეგობრებიც.

– ყველაზე მეტად რასთან შეგუება გაგიჭირდათ საქართველოში?

– არც კი ვიცი, ალბათ ენა, რთული იყო სასწავლად და კომუნიკაცია გვიჭირდა თავიდან, თუმცა მეც უკვე მესმის და ჩემი ქალიშვილი თავისუფლად ფლობს ქართულს. რაც შეიძლება საგზაო მოძრაობას, უნდა ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით ოდნავ გამოსწორებულია სიტუაცია.

– და ბოლო კითხვა: ვის თვლით ამ წლის საქართველოს და მსოფლიოს საუკეთესომორაგბეებად?

– „ბინგო“ (გიორგი ჩხაიძე – ავტ.), ან გიორგი ნემსაძე… ან ორივე ერთად… მსოფლიოში ბოდენ ბარეტი. წელს ძალიან კარგად თამაშობს, „ჰარიქენზშიც“ და „ოლ ბლექსშიც“ ძალიან გამორჩეულია.

საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები
რაგბი

მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. 35 წლის სპორტსმენმა ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის ეთერში […]...
წაკითხვა
რაგბი

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარება (ფოტო)

იტალიის მორაგბეთა ნაკრების წევრი მაქსიმე მბანდა ყოველდღიურად, 13 საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. კორონავირუსის […]...
წაკითხვა
რაგბი

გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომა

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო

“რაგბი ევროპის” გადაწყვეტილებით, მისი ეგიდით მიმდინარე და გასამართი ყველა ტურნირი და მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებით, კორონავირუსის გამო, 14 მარტს გასამართი საქართველო – რუსეთის მატჩი მიხეილ მესხის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს გასამართი სარაგაბო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირმა 14 მარტს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რაგბის კავშირის ცნობით, ამჟამინდელი [&helli...
წაკითხვა
რაგბი

გაისინი: “გვყავს საკმარისად ძლიერი ნაკრები იმისათვის, რათა საქართველო დავამარცხოთ

რუსეთის ნაკრების წევრმა, რამილ გაისინმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა. გაისინი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

რაგბი ევროპის ფინალურ ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა 18 საათის ნაცვლად, 16 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოში ლურჯი ბარათი ძალაში შედის

საქართველოს რაგბის კავშირწყვეტილებით, ა.წ. 4 მარტიდან (როდესაც განახლდება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგების ჩემპიონატის გათამაშება), […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა. წინა ორი […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მილოცვას დიდი გამოხმაურება მოჰყ

საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ბიზნესმენსა და ბიძინა […]...
წაკითხვა
რაგბი

ბექა ბურდიაშვილის პატივსაცემად – როგორი ფორმით ითამაშებს “გროლე” სეზონის

ფრანგული სარაგბო კლუბი “გროლე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე სპეციალური ფორმით ითამაშებს. კლუბის ფორმაზე ბექა ბურდიაშვილის სახელი […]...
წაკითხვა
რაგბი

ფრანგი პოლიტიკოსების დასაფასებელი საქციელი – როგორ მიაგეს მათ პატივი ბექა ბურდიაშვილ

ბევრისთვის უცნობია, რომ ფრანგ პოლიტიკოსებს საკუთარი სარაგბო გუნდი ჰყავთ. გუნდში ფრანგი მინისტრები, სენატორები და დეპუტატები […]...
წაკითხვა