მილტონ ჰეიგი: “მადლობა ქართველ ქომაგებს, ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში საქართველოში ბოლო მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარა. ზელანდიელი სპეციალისტი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მუშაობას იაპონურ “სანტორი სანგოლიასში” დაიწყებს.
ჰეიგმა შოტლანდიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.
“ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის საქართველოში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია. 8 წელი ცოტა დრო არ არის. მე და ჩემ ოჯახს თავი ქართველებად მიგვაჩნია. ემოციურად განსაკუთრებული პერიოდი იყო. ეს ის ანგარიში არაა, რითაც ბოლო საშინაო მატჩის დასრულება მინდოდა. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს. საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები ჰყავს. ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ და მუდამ გვერდში გვიდგანან. ისინი ჩემ მიმართ ყოველთვის პატივისცემით იყვნენ განწყობილნი და მათ მადლობას ვუხდი”, – განაცხადა ჰეიგმა.
ფოტო: რაგბის კავშირი