მილტონ ჰეიგი: ნაკრები ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა

თარიღი: სექტემბერი 16, 2015

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება დაასრულა. დღეს გუნდი დაისვენებს, ხვალ კიდევ ერთხელ ივარჯიშებენ. ტონგასთან თამაშამდე კი 3 დღეა დარჩენილი.

ქართველი ქომაგისთვის საინტერესოა, რას ფიქრობს განვლილ სამზადისზე და მომავალ მატჩზე ბორჯღალოსანთა თავკაცი მილტონ ჰეიგი.

_ რას გვეტყვით პირველი საკონტროლო მატჩზე „ფალკონზთან“.

_ ნიუკასლთან მატჩამდე ნახევარ გუნდს რამდენიმე თვე არ ჰქონდა ნათამაშები. მეტოქე ძლიერი გუნდი აღმოჩნდა და მიგვახვედრა, რომ რაც უნდა ბევრი ივარჯიშო, თუ არ ითამაშე, არაფერს აქვს აზრი. ამან ხელი შეგვიწყო, რომ კანადასთან და იაპონიასთან უკეთ გვეთამაშა. რა თქმა უნდა, მათთან დაპირისპირებაში მოგება უფრო გაგვახარებდა, თუმცა თამაშის ხარისხის ზრდით მაინც კმაყოფილი ვარ.

_ როგორ არის გუნდი მომზადებული მსოფლიოს თასისთვის?

_ ძალიან კარგად და ჩვენ ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით. პოლონეთში ყოფნისას მორაგბეები სიმძიმეების აწევაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ წონებს მიუახლოვდნენ. იგივე შეიძლება ითქვას სირბილის სისწრაფეზე. თვითონ ამბობდნენ, რომ ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ყოფილან. ვის ნათქვამს შეიძლება ენდო, თუა არა იმ მორაგბეებისას, რომლებსაც წინა, 2011 წლის მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები.

_ ხომ არ არის საშიშროება, რომ სათამაშო ფორმის პიკი ტონგას ნაკრებთან თამაშამდე გავიაროთ?

_ ვფიქრობ, მაგის საშიშროება არ არის. ფიზმომზადება ისეა გაწერილი, რომ ის აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. სხვა საქმეა თამაშის ტექნიკური დეტალები, სტრატეგია და ტაქტიკა. ტონგას თამაშს დიდი ხანია ვსწავლობთ, ვაანალიზებთ. მთავარია, ჩვენმა მორაგბეებმა შეძლონ მეტოქის წნეხის ქვეშ სათამაშო გეგმის სწორად განხორციელება. მთელი 80 წუთის განმავლობაში თავდადებით უნდა ვიბრძოლოთ.

_ როგორია ნაკრების სათამაშო გეგმა?

_ ჩვენი თამაშის ძლიერი მხარეებია: შერკინება, დერეფანი, სტატიკა. უნდა ვეცადოთ ამ დროს ბურთი სუფთად, შეფერხების გარეშე მოვიგოთ, მეტოქეს კი ამაში ხელი შევუშალოთ. დაცვაში აგრესიულები უნდა ვიყოთ. ისე უნდა შევბოჭოთ მეტოქე, რომ დაეცემა, ვეღარ უნდა დგებოდეს, სირბილი ვეღარ შეძლოს. უნდა ვეცადოთ ბურთი მუდმივად მათ ზურგს უკან გადავიტანოთ და ფეხით დარტყმული სწრაფად ჩავხუროთ. შეტევაში ლელოს გატანის ორი ან სამი შანსი გვექნება და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ასეთ მძიმე თამაშებში ძნელია მეტის შექმნა. რაც გექნება უნდა გამოიყენო. ასე იყო თუნდაც თბილისურ მატჩში. მათ სამი შანსი მიეცათ და სამივე გამოიყენეს.

_ რა შეიძლება შემოგვთავაზოს ტონგამ რაიმე ახალი, რაც მათ თამაშში არ ყოფილა?

_ მოიფიქრებენ, ალბათ, რამეს, ისევე როგორც ჩვენ. მაგალითად, ისინი ძირითადად ფლანკერების და რვა ნომრის მეშვეობით თამაშობენ. თუ მათ გათიშვას შევძლებთ, შეიძლება დალაგებული თამაში ავურიოთ.

_ თამაშამდე სამი დღე დარჩა. რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივრებს?

_ ქართველ ქომაგებს ვეტყოდი, რომ ჩვენ, ყველამ, მოთამაშეებმა, სამწვრთნელო შტაბმა, მენეჯმენტმა და რაგბის კავშირმა ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ტონგასთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით. საკმარისი იქნება თუ არა ეს მაქსიმუმი ამ გუნდის დასამარცხებლად არ ვიცი. ჩვენ ცდა არ დაგვიკლია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტონგა დავამარცხოთ.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა