მილტონ ჰეიგი: “შოტლანდიის ნაკრების დონის გუნდთან დაშვებული შეცდომა უფრო მეტად ფასობს”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
შოტლანდიასთან მატჩზე: “რა თქმა უნდა, მესმის, რომ შესაძლოა, გულშემატკივრები ნაწილობრივ იმედგაცრუებულები დარჩნენ. თამაში ცუდად დავიწყეთ. დავსხდებით და ამ შეხვედრას გავაანალიზებთ. შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. დისციპლინა გამოსასწორებელია და გასათვალისწინებელია შოტლანდიელთა სისწრაფეებიც.”
დისციპლინაზე: “მეტოქემ წნეხის ქვეშ მოგვაქცია და შეცდომები დავუშვით. პირველ 20 წუთში თამაშგარე მდგომარეობიდან მივიღეთ ჯარიმები, რასაც ქულები მოჰყვა. როცა შოტლანდიის დონის გუნდთან შეცდომას უშვებ, ეს უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სხვა გუნდთან. ისტორიული მომენტია – ვეთამაშებით პირველი დონის ნაკრებს და ერთ კვირაში ისევ მათ ვეთამაშებით.”
ემოციებზე საქართველოში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ: “აქ გატარებული დრო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისათვის შესანიშნავი იყო. 8 წელი ცოტა დრო არ არის. ეს ემოციურად განსაკუთრებული პერიოდი იყო. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს. საქართველოს საუკეთესო ფანები ჰყავს. ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ და მუდამ გვერდში გვიდგანან. ისინი ჩემ მიმართ ყოველთვის პატივისცემით იყვნენ განწყობილნი და მათ მადლობას ვუხდი.”