მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? რატომაც არა?! კარგად უნდა ვითამაშოთ და ცოტა გაგვიმართლოს

თარიღი: სექტემბერი 22, 2019

21 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელებმა უელსთან გასამართი მატჩისათვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს. შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენცია გამართა.

ახალგაზრდა მორაგბეებზე: “ვფიქრობ, გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების კარგი ნაზავი დავასახელეთ. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ეს ახალგაზრდები ნაკრებში რეგულარულად იმის გამო თამაშობდნენ, რომ როდესაც მსოფლიო თასზე მოხვდებოდნენ, ზურგი ორნიშნა ციფრის კეპებით ჰქონოდათ გამაგრებული. 2015 წელს ვთქვი, რომ თუ 2019 წლის მსოფლიო თასს მეტი „X ფაქტორით“ არ შევხვდებოდით, თავს მოვიკლავდი. საბედნიეროდ, ამის გაკეთება არ მომიწევს. გუნდი მნიშვნელოვნადაა გაახალგაზრდავებული. ესაა ახალი სისხლი, მოთამაშეები, რომელთაც უკეთ შეუძლიათ ბურთაობა და სწორედ ამის გამო არიან ისინი ნაკრებში“.

გამოცდილ მორაგბეებზე: “მსოფლიო თასის ყველა თამაშის დასაწყისში ვნახეთ, რომ მორაგბეები ნერვიულობდნენ და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეების ყოლა. მნიშვნელოვანია ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თამაშს ცივი გონებით დაიწყებენ და ეს ბიჭები სწორედ ამის გარანტი იქნებიან.”

მერაბ შარიქაძეზე: “ის ჩვენი კაპიტანია და რა თქმა უნდა ძალიან დაგვაკლდება. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ის, რომ ლიდერის ფუნქციის შესრულება ყველას შეძლებოდა. ამ პერიოდში მერაბი რამდენჯერმე დაშავდა და მუდამ ვცდილობდით გუნდი სხვა მოთამაშეების ირგვლივ შეგვეკრა. და როდესაც რომელიმე მოთამაშე ტრავმას იღებს, მაშინ მუშაობას იწყებს საერთო ლიდერობის კონცეფცია. შარიქაძე დაახლოებით ერთი კვირა კიდევ ვერ ითამაშებს. გვქონდა იმედი, რომ უელსთან მატჩისთვის ის მზად იქნებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ სამი მატჩია ავსტრალიასთან, ურუგვაისთან და ფიჯისთან. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე მასზე უარი ვთქვით. რა თქმა უნდა ის გულდაწყვეტილია, თუმცა კარგად ესმის, რომ დაბრუნება ჯერ კიდევ ადრეა და გუნდისთვის ასე უკეთესი იქნება.”

უელსის ნაკრებზე: “მან [მწვრთნელმა] ჩვენთან სათამაშოდ პირველი ნომრები შეარჩია, რაც ჩვენს პატივისცემაზე მეტყველებს. მათ კარგად ესმით, რომ კარდიფში ნათამაშები 13:6-ის შემდეგ, თავდაჯერებულობა შეგვემატა. უორენი და მისი სამწვრთნელო შტაბი ამას ითვალისწინებს და მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა გამოყავთ. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან გვსურს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეების წინააღმდეგ თამაში, ოთხი კვირის წინ კი, ამ მორაგბეებმა გუნდი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე აიყვანეს. უელსისგან ასეთი შემადგენლობის დასახელებას მხოლოდ დადებითად ვაფასებთ. ბიჭები ამბობენ – „ნახეთ როგორ სერიოზულად უდგებიან ჩვენთან თამაშს“ და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია.

შეუძლია თუ არა საქართველოს ნაკრებს უელსის დამარცხება?: “რატომაც არა?! კარგად უნდა ვითამაშოთ და ცოტა გაგვიმართლოს. ეს სპორტია და მისი ისტორიის განმავლობაში, ფეხბურთში, კალათბურთში თუ სხვა სახეობებში არაერთხელ დაფიქსირებულა მოულოდნელობა. ასეთია სპორტის ბუნება. როდესაც 15 მამაკაცი 15-ის წინააღმდეგ თამაშობს, არავინ იცის წინასწარ რა მოხდება. მთავარია ცივი გონება შევინარჩუნოთ და სრულად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.”

მამუკა გორგოძეზე: “მისი დაბრუნება ფანტასტიკური იყო. ის ხარისხიანი მოთამაშეა, რომელიც ყველას აძლევს მაგალითს და აწესებს უმაღლეს სტანდარტს. მოედანზე ის გუნდის ლიდერია და მისი დაბრუნება ჩვენთვის კარგი ნიშანი.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უელსს 23 სექტემბერს, ტოიოტა სიტიში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Rugby.Ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები
რაგბი

საქართველოს ნაკრები ქომაგებს იაპონურად დაემშვიდობა (ვიდეო)

11 დეკემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნები” […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძის ემოციური სიტყვები მილტონ ჰეიგს (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო თასზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ მილტონ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “იმედი მაქვს, მომდევნო მსოფლიო თასზე უკეთესად გამოვალთ”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი […]...
წაკითხვა
რაგბი

სანდრო თოდუას ლელო ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Go Georgia 😂 wow….! #AUSvGEO #RugbyWorldCup pic.twitter.com/wr3p7ZspCx — -🇦🇺🇺🇸🇦🇺- (@Frolencewalters) October 11, 2019...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძის მძიმე დაზიანება ავსტრალიასთან მატჩში (ვიდეო)

მსოფლიო თასზე, საქართველოსა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 51-ე წუთზე გელა აფრასიძემ მოედანზე […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგ

11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და [&helli...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ავსტრალიის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი 11 […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია”

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან განცდილი მარცხის (10:45) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველ […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო A couple of stunning stereotypical #Fiji tries are countered by the most Mamuka […]...
წაკითხვა
რაგბი

ურუგვაელი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩში მომხდარის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით

ურუგვაის ნაკრების ბურჯი, ფაკუნდო გატასი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ურუგვაელმა მორაგბემ 29 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ გამართულ [&hell...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფიჯის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯისთან გასამართი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა. ფიჯისთან […...
წაკითხვა
რაგბი

სახალისო ვიდეო: მილტონ ჰეიგი ურუგვაისთან მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგისათვის ურუგვაისთან გამართული მატჩი რთული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ მას […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა საქართველოს ბოდიში მოუხადეს

რაგბის მსოფლიო თასის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს ურუგვაისთან მოგების შემდეგ სტადიონზე ჩართული რუსული სიმღერის გამო ბოდიში […]...
წაკითხვა