მილტონ ჰეიგმა იტალიისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

თარიღი: ნოემბერი 7, 2018

თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩამდე 72 საათი რჩება. 10 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, საქართველო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ერკინება.

იტალიასთან ტესტის მნიშვნელობა კარგად აქვს გათვითცნობიერებული თითოეულ ბორჯღალოსანს, გულშემატკივარს და რა თქმა უნდა მილთონ ჰეიგს:

„ამ მატჩის ირგვლივ ძალიან დიდი ინტერესია ბრიტანული მედიის მხრიდან. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ისინი არაერთხელ დამიკავშირდნენ. დიდი მოლოდინებია საფრანგეთსა და რა თქმა უნდა იტალიაში. რამდენიმე ახალ ზელანდიური გამოცემაც კი დამიკავშირდა. აქედან გამომდინარე, მოლოდინი დიდია.

„ძალიან ბევრი ელოდება ამ მატჩს. საზოგადოებასა და მედიაში გრძელდება საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო რაიმე სახით უნდა გახდეს ექვსი ერის წევრი – იქნება ეს ფორმატის შეცვლით, თუ ჩანაცვლების მეთოდით. ჩვენც რა თქმა უნდა გვსურს, რომ ეს „საუბრები“ გაგრძელდეს და მათ გასაგრძელებლად შესაბამისი შედეგები დავდოთ. მაგრამ როგორც ადრეც ავღნიშნეთ, იტალიამ საკმაოდ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში, მას შემდეგ, რაც მათი მწვრთნელი კონორ ოში გახდა.

„გარდა ამისა, ‘ზებრესა’ და ‘ბენეტონს’ ძალიან კარგი მწვრთნელები ყავთ, ერთ-ერთს ვიცნობთ კიდეც – მაიკლ ბრედლი, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენთან მუშაობდა. ეს გუნდები ევროტურნირებზე ისე თამაშობენ, როგორც იტალიის ნაკრებს სჭირდება. იტალიის ნაკრების წევრების უმეტესობა ხომ ამ გუნდის მოთამაშეები არიან. და ისინი ტურნირებს, სადაც ‘ძებრე’ და ‘ბენეტონი’ თამაშობენ იყენებენ იმისთვის, რომ იტალიის ნაკრების თამაში გააუმჯობესონ. ეს მთავარი მწვრთნელის, ოშის ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.“

16 მორკინალი და 12 უკანა ხაზი

ჩვენი გუნდი 26 ოქტომბრიდან საფრანგეთში, შეკრებაზე იმყოფებოდა. თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისთვის 28 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეირჩა. საბოლოო, 23-კაციანი სათამაშო განაცხადის წარდგენამდე, ქართველთა რაზმში 16 მორკინალი და 12 უკანა ხაზელია.

როგორც ადრე ავღნიშნეთ, ტრავმების გამო ჩვენს გუნდს რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება: კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე, მერაბ კვირიკაშვილი და გურამ შენგელია.

10 ნოემბრის მატჩისთვის სამი დებიუტანტი ემზადება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბორჯღალოსნების კვართით 5 წლის წინ, ერთადერთხელ უთამაშია შუამარბ ზურაბ ძნელაძეს, რომელიც მას შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

ჰეიგს დებიუტანტების ეიმედება და მათ ასე ახასიათებს:

„ეს ბიჭები საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან: გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ‘რასინგში’; ბექა გიგაშვილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით ‘გრენობლში’, სადაც ის დავით ქუბრიაშვილთან ერთად თამაშობს და მისგან ბევრს სწავლობს. მას ორივე ბურჯის პოზიციაზე შეუძლია თამაში და შარშან ‘გრენობლში’ კვაჭის პოზიციაზე 5 თამაშის ჩატარებაც მოუწია. ამ ბიჭებს შანსი საკმაოდ რთულ ფაზაში ეძლევათ და თუ ისინი შეძლებენ კარგად თამაშს, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ ნებისმიერ სერიაში კარგად ითამაშებენ“

„თედო აბჟანდაძეს ყველა კარგად იცნობს. ჩვენ მას 18 თვის განმავლობაში ვაკვირდებით, ჯერ მხოლოდ 20-წლამდელია და მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი მორაგბეა – ერთ-ერთი ბუნებრივად ყველაზე ნიჭიერი მორაგბე, რომლის წვრთნის პატივიც საქართველოში მქონია“.

„ასევე გვყავს „ტურბო“ (ზურაბ ძნელაძე), რომელიც კარგა ხანია არ ყოფილა ნაკრებში. ის საკმაოდ ფიზიკურია და ბუნებრივად აქვს ოფლოუდების გაკეთების ნიჭი. მასში კიდევ ის მოგვწონს, რომ შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფრთაზე და 15-ზე თამაში“.

ზემოთნახსენები მორაგბეების გარდა, 10 ნოემბერს ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება ინგლისელ შერკინების მწვრთნელს გრეემ როუნთრის:

„ვფიქრობ, ამ შესაძლებლობით ის ძალზედ აღტაცებული იყო. მას არასდროს უფიქრია, რომ მოუწევდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა და როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცა, ძალიან გაუხარდა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, მასში ძალიან მომწონს. როუნთრის უმუშავია სამ მსოფლიო თასზე ინგლისთან ერთად, იყო „ბრიტანელი ლომების“ მწვრთნელი, ძალიან გამოცდილია და წარსულში ძალიან კარგი მორაგბე იყო. მას ყველა ის თვისება აქვს, რაც მწვრთნელისთვისაა საჭირო – გამოცდილება, ტექნიკური შესაძლებლობები, თუმცა მასში უმთავრესად სწორედ აღტაცება და მოტივაცია დავაფასეთ“.

„აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩვენს შერკინებაზე პოზიტიური ეფექტი ექნება და არა მხოლოდ მორკინალებზე, არამედ მთელს გუნდზე, ვინაიდან გუნდის კარგი წევრია. როუნთრი ის ადამიანია, რომელსაც ირგვლივ ხალხის შემოკრება და მათთან ერთად მიზნის მისაღწევად ბრძოლა უყვარს. ჩვენმა მორკინალებმა როუნთრი უკვე გაიცნეს და მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩათ. მორკინალებზე და მათ ზომებზე როუნთრისაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დარჩა. დარწმუნებული ვარ, ის სულ სხვა დონეზე გადაგვიყვანს“ – ამბობს ჰეიგი.

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკრებთან ერთად არიან დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა), ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა) და ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა).

იტალიასთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და თიბისი რაგბის სერიების მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში გამართავენ – 17 ნოემბერსა „ავჭალაზე“ სამოასთან და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან.

 

 

მსგავსი სიახლეები
რაგბი

ქართველი მორაგბეები რუსეთთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

17 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის დასკვნით შეხვედრაში რუსეთი სტუმრად, კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. ტრადიციულად, […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსი მორაგბე საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (ფოტო)

17 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა რუსეთი სტუმრად, კრასნოდარში 22:6 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “მაისურები იმის ნიშნად გვეცვა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ რუსეთის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა. შარიქაძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 17 მარტს კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე რუსეთთან გასამართი 2019 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიასთან მატჩში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 10 მარტს ქუთაისში, 16 საათზე გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საგულისხმოა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაგბის მსაჯი ნაიჯელ ოუენსი ჯეკო-პეპეს ინციდენტს გამოეხმაურა

რაგბის ცნობილი უელსელი მსაჯი, ნაიჯელ ოუენსი სოციალური ქსელის საშუალებით ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჯეკოსა და პეპეს […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბი ევროპის წერილი მსოფლიო რაგბს

6 მარტს პარიზში გაიმართა რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს სხდომა. საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნით, დღის წესრიგს დაემატა მსოფლიო რაგბის ლიგისდაფუძნე...
წაკითხვა
რაგბი

კრასნოდარში ორი გუნდით

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქარტველოდან კრასნოდარში ორი ნაკრებით გაემგზავრებიან – საქართველო XV 15 მარტს […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიასთან მატჩში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდს დისკვალიფიკაციიდან და [&...
წაკითხვა
რაგბი

Daily Mail: საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების მორაგბეებმა ვარჯიშზე ერთმანეთთან იჩხუბეს

ოთხშაბათს ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ერთობლივი ვარჯიში მასობრვი ჩხუბში გადაიზარდა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, […]...
წაკითხვა
რაგბი

კურიოზი: ქუთაისელი გულშემატკივარი “აია” – “ლელოს” მატჩის მიმ

21 თებერვალს, საქართველოს დიდი 10-ის მორიგ ტურში ქუთაიაის “აიამ” საკუთარ მოედანზე თბილისის “ლელო-სარასენსი” მიიღო და […...
წაკითხვა
რაგბი

გიორგი ნემსაძემ დმიტრი მოროზოვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ რუსეთის რაგბის განვითარების […]...
წაკითხვა
რაგბი

მოროზოვი: “რუსეთის ნაკრების საქართველოსთან შედარება სასაცილოა – ზელანდიას უნდა

რუსეთის რაგბის განვითარების კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და რაგბის კავშირში მომუშავე დმიტრი მოროზოვმა განაცხადა, რომ რუსეთის […]...
წაკითხვა
რაგბი

პირველი არხის განცხადება „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩის რეპორტაჟთან დაკავშირებით

პირველმა არხმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “პირველი არხი [...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისათვის

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. წელს ჩვენი გუნდი საქართველოში […]...
წაკითხვა