მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის საშეკრებო რაზმი დაასახელა

თარიღი: ივნისი 30, 2015

ინგლისში სარაგბო სამყაროს უდიდესი სანახაობის დაწყებამდე 81 დღე რჩება. ბორჯღალოსნების რაზმი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ უკანასკნელ ეტაპზე შეიკრიბა. საბოლოო შეკრების პირველი ეტაპი სამკვირიანია, რომელიც შევარდენზე გაიმართება.

 

2015 წლის თბილისის თასის გათამაშების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში ტურნრირში მონაწილე ბიჭებს დასვენების შესაძლებლობა მიეცათ. გასული კვირის განმავლობაში, სამწვრთნელო შტაბმა თბილისის თასის შედეგების შესასწავლად და მოთამაშეთა შესაფასებლად ანალიზი ჩაატარა, ვინაიდან ისინი ამ ტურნირს მსოფლიო თასისთვის მორაგბეთა საბოლოო სელექციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო შესაძლებლობად განიხილავდნენ.

 

„თბილისის თასი მსოფლიოსთვის მოსამზადებელი რაზმის დარჩენილი 10%-ის შესავსებად გამოვიყენეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წლევანდელი ტურნირი და მიზანიც მიღწეულია – ავარჩიეთ საბოლოო საშეკრებო რაზმი და შევისწავლეთ ის მოთამაშეები, რომლებიც ტრავმების შემთხვევაში ძირითად მოთამაშეებს შეენაცვლებიან. 2015 წლის თბილისის თასმა ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა“ – განაცხადამილტონ ჰეიგმა.

 

 

„გასული ტურნირით მართლაც კმაყოფილები ვარ – რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ ნამდვილად კარგად წარმოაჩინა თავი, რაც აშკარად ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ქართული რაგბის სიძლიერე ჩვენს მომავალშია. გამოვარჩევდი საბა შუბითიძეს,  რომელიც ნამდვილად კარგი მოთამაშეა და თბილისის თასზე კარგი თამაშით საშეკრებო რაზმში თავისი ადგილი დაიმსახურა.“

 

პირველ სამ კვირას სახლში გავატარებთ

 

მზადების პირველ ეტაპზე ბორჯღალოსნები სამ კვირიან ფიზ. მომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას გაივლიან. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ამ ვარჯიშებით ბიჭები იმ დონეს მიაღწევენ, რომელზეც ჯერ არ ყოფილან. ამაში მათ ისეთი გამოცდილი პროფესიონალები დაეხმარებიან, როგორებიც ქელვინ მორისი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფიტნესის მწვრთნელი), სკოტ კრინი და ირაკლი ჭყონია არიან.

 

„მოსამზადებელი პერიოდის პირველი ნაწილი ძირითადად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა, თუმცა რა თქმა უნდა, რაგბსაც დაეთმობა გარკვეული დრო. ფიტნეს მწვრთნელთა გუნდი ქელვინ მორისის თაოსნობით, ბიჭებს აქამდე არნახულ დონეზე მოამზადებს. ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა ისეთ პროფესიონალთან მუშაობა, როგორიც ქელვინია – მას სამი მსოფლიო თასი აქვს გამოვლილი, ორჯერ ინლისის ნაკრებს ამზადებდა, 2003-შიც, როდესაც ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. კმაყოფილები ვართ იმით, რომ მენეჯმენტში ასეთი გამოცდილი ადამიანი გვყავს. ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაუძღვება მზადებას.

 

„პირველი სამი კვირის შემდეგ ისევ 1 კვირიანი შესვენება გვექნება. ყველას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს დრო გაატაროს ოჯახთან ერთად და სათანადოდ დაისვენოს, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურადაც. თუმცა მათ მოეთხოვებათ მსუბუქად დაიტვირთონ – იცურაონ, იარონ ფეხით ან ველოსიპედით. გვინდა, რომ ბიჭებმა დახარჯული ძალები ბოლომდე აღიდგინონ.“

 

კრიოთერაპია პოლონეთში

 

მზადების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ბიჭები მომზადების შემდეგ, სამკვირიან ეტაპზე გადავლენ. პირველ 9 დღეს თბილისში გაატარებენ, ხოლო შემდეგ 19 დღისთ პოლონეთში გაემართებიან, სადაც სამწვრთნელო შტაბი ფიტნეს მზადების კურს განაგრძობს. სპეციალური კრიო კაბინები ფორმაში ჩადგომის მაქსიმალურად სწრაფ ეფექტს იძლევა. ეს ეტაპი ასევე ფიზ. მომზადებას დაეთმობა, რაც შეეხება სარაგბო კუთხით ვარჯიშს, ის მხოლოდ ინგლისში შეკრებაზე გამგზავრების შემდეგ დაიწყება, როდესაც ნაკრები საბოლოო მოსამზადებელ ეტაპზე გადავა.

 

„ამგვარ გამოცდილებას ჩვენ პირველად ვიძენთ. ფიზ. მომზადების ბევრმა სპეციალისტმა გვირჩია ამ კურსის გახორციელება. კრიო-კაბინის შემდეგ მოთამაშის პოტენციალი 110%-ით იზრდება. ამის გარეშე ინტენსივობა იკლებს, კრიო-თერაპიის დახმარებით კი დღითიდღე იმატებს პოტენციალი. ამ კურსის გავლის შემდეგ კვლავ საქართველოში ვბრუნდებით და მორიგი ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, 24 აგვისტოს, ინგლისში გავემგზავრებით, სადაც მსოფლიო თასისთვის საბოლოო მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებთ.“

 

ტრადიცია და სტერეოტიპი

 

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე შემდგარია, რაშიც თბილისის თასმა დიდი როლი ითამაშა. მილტონ ჰეიგის განცხადებით, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიო თასზე საქართველოს ყველაზე მომზადებული ნაკრები ეყოლება. თუ აქამდე მსოფლიოსთვის მოთამაშეების მოძიება იყო საჭირო, წელს თითო პოზიციაზე რამდენიმე მორაგბე ეცილება ერთმანეთს.

 

„ჩვენ გვყავს გამოცდილი უკანახაზელების ბირთვი – დავით კაჭარავა და მერაბ კვირიკაშვილი (ეს მისი მე-4 მსოფლიო თასი იქნება). გვყავს ასევე ლაშა ხმალაძე,რომელსაც 40-მდე სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი და სანდრო თოდუა, 48 კეპით. გვყავს საშუალო გამოციდლების მქონე მოთამაშეებიც 20-მდე კეპით და ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე ბიჭები, რომლებასც ნაკრების შემადგენლობაში ჯერ-ჯერობით 5 მატჩი თუ ექნებათ ჩატარებული. გუნდში გვეყოლება ვასილ ლობჟანიძეც,  რომელიც ოქტომბერში გახდება 19 წლის და მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე იქნება. ასეთ ახალბედა მოთამაშეებს გუნდში დიდი ენთუზიაზმი და ენერგია შემოაქვთ.

 

„რაგბის სამყარო საქართველოს ნაკრებს აღიქვამს, როგორც შერკინებაზე ორიენტირებულ გუნდს, რაც ტრადიციიდან და სტერეოტიპიდან გამომდინარეობს, თუმცა ზოგ შემთხვევებში ტრადიციები  უგულებელსაყოფია. ბოლო წლების განმავლობაში თუ დააკვირდებოდით ჩვენი ნაკრების თამაშს, შენიშნავდით, რომ მნიშნელოვანი წინსვლაა უკანა ხაზის თამაშში. მართალი გითხრათ, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, გუნდში სწორედ ეს ფაქტორი იყო გამოსასწორებელი იმ მიზნით, რომ პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან უფრო ტოლ-სწორად გვეთამაშა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეს იყო ჩვენი გეგმა, პროცესი დღემდე მიმდინარეობს და გაგრძელდება, რადგან მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი. ამჯერად გვყავს ბევრი კარგი უკანახაზელი, თუმცა ის რაც კარგი  გვაქვს კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია. თუ დააკვირდებით ჩვენს ლელოებს – 50% უკანა ხაზიდან, ხოლო 50% კი შერკინებიდან გროვდება. სწორედ ეს არის წინსვლის კარგი მაჩვენებელი.“

 

უფრო გამოცდილი მორკინალებით

 

„მოდი ვთქვათ, რომ ჩვენი შერკინება სასელექციო რაზმის უფრო მეტად გამოცდილ ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც სამივე ხაზში გამობრძმედილი მოთამაშეები გვყავს. ჩვენნაირი ფორვარდების ყოლა ნამდვილად უდიდეს ძალას წარმოადგენს, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეგვეძლება შერკინებაზე ორიენტირებული რაგბის თამაში ან უკანა ხაზის მაღალი ტემპით ბურთაობა. ეს სწორედ ის არის რის მიღწევასაც ვცდილობდით. თუმცა მიზანთან ჯერ მაინც არ ვართ და იქამდე ბევრი გვაქვს საკეთებელი.“

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის თასის მესამე ტურში მიღებული მუხლის ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის ლევან დათუნაშვილი და მისი მდგომარეობის შესახებ რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. გარდა გამოცდილ მორკინალთა ბირთვისა, რომლებსაც ლამისაა მთელს მსოფლიოში კარგად იცნობენ, შეკრებაზე კიდევ რამდენიმე ახალბედას უხმეს, რომლების ახალგაზრდულ ნაკრებებში კარგი თამაშით ეროვნულის სამწვრთნელო შტაბის თვალთახედვის არეში მოხვდნენ – „ამ მოთამაშეებმა თბილისის თასზე ეროვნულ გუნდში თამაშის გამოწვევას კარგად გაართვეს თავი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბექა გორგაძის, ოთარ გიორგაძისა და საბა შუბითიძის თამაში.

 

„საშეკრებო რაზმში ვგეგმავთ ასევე რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდის დამატებას, რათა მათ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე შეექმნათ წარმოდგენა და ეს გამოცდილება დააგროვონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი გამოყენება ამ კამპანიისას არ დაგვჭირდება, ეჭვგარეშეა, რომ ეს გამოცდილება მათვის ფასდაუდებელი იქნება 2019 წლის მსოფლიო თასისთვის.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

ქართული რაგბის ქომაგებისა და სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდვინდა გაცნობოთ, რომ სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სამსოფლიო შეკრების პირველი სამკვირიანი ეტაპის განმავლობაში ღია ვარჯიშები არ გაიმართება. მზადების მომდევნო ეტაპების დროს დანიშნული ღია ვარჯიშებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას გაცნობებთ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური მედიის პლათფორმების  ( > Facebook > Twitter) მეშვეობით 

 

ბორჯღალოსნების რაზმი 2015 წლის მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე

No სახელი და გვარი კლუბი დაბ ბრჯ მონაგარი
უკანა ხაზი [ბექები]
15 მერაბ კვირიკაშვილი მონლიუსონ [სფრ ფედ 1] 1983 84 12ლ 108გ 119ჯ 3ა [642ქ] 3სბ
15 ბექა წიკლაური ლოკომოტივი [საქ] 1989 20 2 11გ 15ჯ 2ა [83ქ]
15 გიორგი აფციაური ქუთაისის აია [საქ] 1994 8 :
15 ირაკლი სვანიძე გორის ჯიქი [საქ] 1996 1 :
14/11 სანდრო თოდუა ლელო სარასენს [საქ] 1987 48 5ლ 2სბ
14/12 თამაზ მჭედლიძე აჟენ [სფრ პრო დ2] 1993 29 4ლ
14/11 მურაზ გიორგაძე არმაზი [საქ] 1994 6
14/11 გიორგი ფრუიძე ქუთაისის აია [საქ] 1994 3 :
13/12 დავით კაჭარავა ენისეი კრასნოიარსკ [რუს] 1985 81 17ლ [4 კაპ] სბ
13/12 მერაბ შარიქაძე ორიაკ [სფრ პრო დ2] 1993 34 7ლ [1 კაპ]
13/10 იორგი ტალახაძე ლელო სარასენს [საქ] 1994 2 :
10 ლაშა მალაღურაძე ბანიერ [სფრ ფედ 1] 1986 56 3ლ 27გ 22 3ა [144ქ] 2სბ
10 ლაშა ხმალაძე ლელო სარასენს [საქ] 1988

38

5ლ 4გ [33ქ]
9 გიორგი ბეგაძე ბოლნისის ყოჩები [საქ] 1986 34 2სბ
9 ვაჟა ხუციშვილი რუსთავის ხარები [საქ] 1993 19 :
9 ვასილ ლობჟანიძე არმაზი [საქ] 1996 5 :
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი მონპელიე [სფრ ტოპ 14] 1990 26 ლ სბ
1 ვასილ კაკოვინი ტულუზ [სფრ ტოპ 14] 1989 24 ლ სბ
1/2 ზურაბ ჟვანია სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] 1991 19 7 2სბ
1 კახა ასიეშვილი ბრივ [სფრ ტოპ 14] 1987 10
2 სიმონ მაისურაძე ვალანს [სფრ ფედ 1] 1986 32 სბ
2 შალვა მამუკაშვილი სეილ შარქს [ინგ პრემ] 1990 29 3
2 ჯაბა ბრეგვაძე ბოლნისის ყოჩები [საქ] 1987 27
3 დავით ზირაქაშვილი კლერმონ [სფრ ტოპ 14] 1983 48  9ლ [1 კაპ] 3სბ
3 დუდუ ქუბრიაშვილი სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] 1986 39

2ლ წბ სბ

3 ლევან ჩილაჩავა ტულონ [სფრ ტოპ 14] 1991 23 3ლ
3/1 ანტონ ფეიქრიშვილი ბრივ [სფრ ტოპ 14] 1987 15  სბ
4/8 გიორგი ჩხაიძე ლილ [სფრ ფედ 1] 1981 83 10ლ [1 კაპ] 6სბ
4/5 გიორგი ნემსაძე ტარბ [სფრ პრო დ2] 1984

49

9ლ 3სბ
4/5 კოტე მიქაუტაძე ტულონ [სფრ ტოპ 14] 1991 34 2ლ 2სბ
4/5 ვახტანგ მაისურაძე ალბი [სფრ პრო დ2] 1987 24 2ლ
4/5 ოთარ გიორგაძე ქუთაისის აია [საქ] 1996 2
7/8 მამუკა გორგოძე ტულონ [სფრ ტოპ 14] 1984 59  24ლ [2 კაპ] 4სბ
6/7 შალვა სუთიაშვილი მასი [სფრ პრო დ2] 1984 48  ლ [7 კაპ] 3სბ
6/7 ვიტო კოლელიშვილი კლერმონ [სფრ ტოპ 14] 1989 31 3ლ [1 კაპ] 2წბ 4სბ
6/7 გიორგი თხილაიშვილი ბათუმი [საქ] 1991 20 ლ სბ
6/7 საბა შუბითიძე აკადემია [საქ] 1994 3 :
6/7 ბექა გორგაძე მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] 1996 2 სბ
8 დიმიტრი ბასილაია პერპინიონ [სფრ პრო დ2] 1985 38 6ლ სბ
8 ბექა ბიწაძე ლოკომოტივი [საქ] 1991 15 3ლ
8 ლაშა ლომიძე ბეზიე [სფრ პრო დ2] 1992 12 2ლ სბ

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ილია თოფურიამ ფანი 1 დარტყმით ჩაკეცა – ქართველი მატადორის ძალა (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ფანებს ხვდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მას ავტოგრაფის ნაცვლად მუცელში […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რომან დოლიძე: “საშინლად არ მომწონს ის ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ&

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საკმაოდ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა. კომენტარებში, დოლიძემ დამატებით […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა

43 წლის ქართველი მებრძოლი ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ ამერიკის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც 2017 წლიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორც იქნა – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!

ცნობილი ქართველი მებრძოლი, ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბრუნდა. როგორც ჩანს, ხურციძე ამერიკის ციხიდან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

დვალიშვილმა 50 ათასი დოლარი მიიღო? საქმეში ლიანა ჯოჯუა ჩაერთო

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის მეგობარს, ONE FC-ის ჩემპიონს, ანატოლი მალიხინს 50 ათასი დოლარი დიდი ხნის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პიოტრ იანი: “რეაბილიტაცია სრული სვლით!”

UFC-ის რუსი მებრძოლი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, როგორც ფიზიკურად, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰასბულას სერიოზული პრობლემები აქვს – კატას დაარტყა (ვიდეო)

ჰასბულა მაგომედოვს სერიოზული პრობლემები შეექმნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის კატას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

უცნაური სანახაობა – კოცნა ჩხუბის ნაცვლად (ვიდეო)

სოციალურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც MMA-ს მებრძოლები, კარინა პედრო და დენისა რიანდოვა აწონვისას ერთმანეთის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” – დვალიშვილი რუსთან გამარჯვების შ

12 მარტს, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა. ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მერაბი რუს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა! (ვიდეო)

12 მარტს, UFC-ში მერაბ დვალიშვილ რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ქართველმა რუსი მეტოქე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

იანმა დვალიშვილს დაარტყა (ვიდეო)

რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილს ხელი დაარტყა და მისი გამოწვევა სცადა. ბრძოლა 12 მარტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“კარიერა ძალით დაამთავრებინესო… ვინ გააგდო საქართველოდან?” – ჟურნა

სპორტული ჟურნალისტი ზაზა ბურდილაძე ელენე გედევანიშვილს ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა. ელენემ აღნიშნა, რომ […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ელენე გედევანიშვილი: “მომიშორეს… რუსეთის სახელით მთხოვეს გამოსვლა, მაგრამ ამას

“რუსთავი 2”-მა ელენე გედევანიშვილთან ამერიკაში ინტერვიუ ჩაწერა. გედევანიშვილი ახლა ამერიკაში ცხოვრობს და ბავშვებს ფიგურულ ციგურაობას [&hel...
წაკითხვა