მილტონ ჰეიგმა ნოემბრის ტესტ მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა

თარიღი: ოქტომბერი 26, 2018

თიბისი რაგბის სერიების დაწყებამდე, ბორჯღალოსნების 34-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში შეიკრიბება, საიდანაც 10 ნოემბრის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში ჩავა.

დიდი 10-ის, ზე-რაგბის, ტოპ 14-ის და ინგლისური პირველობის კლუბების მოთამაშეები საფრანგეთისკენ გეზს შაბათს აიღებენ, სადაც მათ ევროპის წამყავნ კლუბებში მოთამაშე ბორჯღალოსნებიც შეუერთდებიან.

10 ნოემბერს ბორჯღალოსები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ ერკინებიან, რის შემდეგაც თიბისი რაგბის სერიები თბილისში გაგრძელდება და 17 ნოემბერს სამოას „ავჭალაზე“, ხოლო 24 ნოემბერს ტონგას „მიხეილ მესხზე“ დავუხვდებით. ყველა თამაში საქართველოს დროით 18 საათზე იწყება.

2018 წლის დასკვნით შეხვედრებს მილტონ ჰეიგი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება:

„წლის დამაგვირგვინებელი თამაშები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიაა და გამონაკლისი არც 2018 წლის თიბისი რაგბის სერიებია. გველის სამი უმნიშვნელოვანესი ტესტი მაღალი დონის მეტოქეებთან და მათ მოსაგებად მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგად მოვემზადოთ.

„მსოლფიო თასამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და თიბისი რაგბის სერიები ჩვენი მოსამზადებელი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვეძლევა საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მაღალი დონის გუნდებთან, რომლებიც ასევე ითამაშებენ იაპონიის მსოფლიო თასზე“.

ტრავმები და ახალი სახეები

მომავალ თამაშებს ბორჯღალოსნები რამდენიმე ლიდერის გარეშე ხვდებიან. ტრავმების გამო თიბისი რაგბის სერიები 2018-ს ტოვებენ კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე და გუგა შენგელია. სერიებზე ჰეიგი აპირებდა ასევე 20-წლამდელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, სანდრო სვანიძის გამოძახებასაც, მაგრამ სამწუხაროდ მასაც ტრავმა აქვს. ტრავმის გამო შეკრებაზე ასევე არ იქნება პირველი ქართველი ცენტურიონი, მერაბ კვირიკაშვილი.

ფრანგულ შეკრებაზე ოთხი ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ – უმცროსი ბორჯღალოსნები გურამ გოგიჩაშვილი და თედო აბჟანდაძე, რომლებმაც 2017 და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცრად ითამაშეს; ბექა გიგაშვილი (გრენობლი, ტოპ 14) და გრიგორ ქერდიყოშვილი (ლელო სარასენს, დიდი 10). ახალი სახეა ზურაბ ძნელაძეც (ლოკომოტივი, დიდი 10), რომელმაც ნაკრების კვართით ერთადერთხელ, 2013 წელს მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გამოძახებულთა შორის რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომელთაც ტრავმების გამო ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშიათ: დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა); ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა); გიორგი აფციაური (ბოლოს 2016 წელს შოტლანდიასთან ითამაშა).

შემადგენლობაზე ჰეიგი ამბობს:

„ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ტრავმების გამო ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. მეორეს მხრივ, ესაა უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ნაკრებში ტრავმირებულების ადგილს დაიკავებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაგვანახონ რა შეუძლიათ და სხვადასხვა პოზიციებზე შექმნან სიღრმეები.

„მიუხედავად სირთულეებისა, გუნდში გვყავს გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვი, რომლებსაც კარგად ესმით ჩვენი სისტემები. მათ ეროვნულ გუნდში თავი არაერთხელ გამოუჩენიათ და ველი, რომ გუნდს ახლაც გაუძღვებიან. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოსა თუ საფრანგეთში, თავ-თავიანთ კლუბებში შესანიშნავად გამოიყურებიან და მათგან სიახლეებს ველით“.

 

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გიორგი ნემსაძემ დმიტრი მოროზოვის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ რუსეთის რაგბის განვითარების […]...
წაკითხვა
რაგბი

მოროზოვი: “რუსეთის ნაკრების საქართველოსთან შედარება სასაცილოა – ზელანდიას უნდა

რუსეთის რაგბის განვითარების კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და რაგბის კავშირში მომუშავე დმიტრი მოროზოვმა განაცხადა, რომ რუსეთის […]...
წაკითხვა
რაგბი

პირველი არხის განცხადება „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მატჩის რეპორტაჟთან დაკავშირებით

პირველმა არხმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “პირველი არხი [...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩისათვის

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი განაცხადი დაასახელა. წელს ჩვენი გუნდი საქართველოში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია

რაგბის მსოფლიო რეიტინგის 11 თებერვლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 1 პოზიციით წინ წაიწია. საქართველომ […]...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძე “ბრივში” ითამაშებს

ბორჯღალოსანმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, პრო დე2-ის ერთ-ერთ ლიდერ ‘ბრივთან’ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართველი მორაგბეები რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. მილთონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა გათამაშების პირველ ტურში რუმინეთს […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბი ევროპა | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩისათვის

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია. რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრებს სოსო მათიაშვილი გამოაკლდა

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის პირველი ორი მატჩისთვის, რომლებსაც 9 თებერვალს რუმინეთთან (კლუჟში საქართველოს დროით 16 საათზე) […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
რაგბი

World Rugby: სოსო მათიაშვილმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო დადო (ვიდეო)

მსოფლიო რაგბის ოფიციალური ვებ-გვერდი კვლავ იხსენებს სოსო მათიაშვილის სასწაულ ლელოს, რომელიც მან კანადას წინააღმდეგ 2017 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო ექვს ერშია – ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!

ქართველი მსაჯების – შოთა თევზაძისა და ნიკა ამაშუკელის კარიერული წინსვლა თავბრუდამხვევი ტემპებით მიმდინარეობს. 2019 წელს […]...
წაკითხვა
რაგბი

გორგოძისა და ჩილაჩავას ლელოები ერთ შეხვედრაში (ვიდეო)

16 დეკემბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის მე-4 ტურში “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე “ტულონი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად […]...
წაკითხვა
რაგბი

ზურაბ ჟვანია მასზე 30 კილოგრამით მძიმე ბურჯის წინააღმდეგ (ვიდეო)

24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგას უმასპინძლა და მეტოქე 20:9 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ტონგასთან მატჩში

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის ბოლო მატჩისთვის 23 მორაგბე დაასახელა. თიბისი რაგბის სერიები 2018-ის დასკვნით […]...
წაკითხვა