მილტონ ჰეიგმა ქართველებს მადლობა ქართულად გადაუხადა (ვიდეო)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბორჯღალოსნები” ურუგვაის დაუპირისპირდნენ და მეტოქე 33:7 დაამარცხეს.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა მცირე კომენტარი გააკეთა. ზელანდიელმა სპეციალისტმა ქართველ ქომაგებს მადლობა ქართულად გადაუხადა.
“ბიჭებით ძალიან ვამაყობ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, პირველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ბოლო ოთხი თვის, ბოლო ოთხი წლის განმვლობაშიც ამ საქმის გასაკეთებლად ვემზადებოდით. შერკინებაში და მოლში უპირატესობა გვქონდა. პირველ ტაიმში მათ უფრო დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენ უფრო მეტი ენერგია გვქონდა.
გულშემატკივრები ფანტასტიკურები იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ფანებსა და ოჯახებს”, – განაცხადა ჰეიგმა.
"We've worked so hard over the last four months, even four years…"
Head coach Milton Haig credits his side after @GeorgianRugby beat Uruguay to get their first win at #RWC2019#GEOvURU pic.twitter.com/JY1JcocFoI
— Rugby World Cup (@rugbyworldcup) September 29, 2019