მილტონ ჰეიგმა სამოასთან მატჩისათვის შემადგენლობა დაასახელა

თარიღი: ნოემბერი 17, 2016

ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე, წლის ბოლო საშინაო მატჩამდე 2 დღე რჩება და ტრადიციულად მილტონ ჰეიგმა ნაკრების ის 23 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 19 ნოემბერს სამოას ნაკრებს მიხეილ მესხზე დაუხვდებიან.

 

სასტარტო რაზმში სამი ცვლილებაა და მათგან ორი ტრავმებითაა გამოწვეული.

 

შერკინება

მორკინალებმა იაპონელებს შავი დღე აყარეს და ჰეიგმა ფორვარდები უცვლელად დატოვა. თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძეც, ხოლო მგეზავად ლაშა მალაღურაძე დადგება, რომელმაც გასულ შაბათს ტრავმირებული ლაშა ხმალაძე მე-11 წუთზე შეცვალა.

 

დებიუტანტი ხაზში იწყებს

ასევე ტრავმირებული შუამარბის, დავით კაჭარავას ნაცვლად, მერაბ შარიქაძეს გიორგი კოშაძე შეუწყვილდება. რუსთავის ხარების მორაგბისთვის, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობს, ეს პირველი სანაკრებო კეპია. მან თავი უმცროს ბორჯღალოსნებში 2015 წლის მსოფლიო ალაფაშ გამარჯვებითა და 2016 ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუცხოო თამაშით გამოიჩინა.

 

ფრთაზე გიორგი აფციაურის ნაცვლად თამაშს გამოცდილი ალექსანდრე თოდუა იწყებს, რომელიც იაპონიასთან განაცხადში არ იყო. მეორე ფლანგზე კვლავ თამაზ მჭედლიძეს, ხოლო ფულბეკად მერაბ კვირიკაშვილს ვიხილავთ.

 

მარქაფა

მარქაფაში სამი ისეთი მორაგბეა, რომლებიც ერთი კვირის წინ განაცხადში არ იყვნენ. კვლავ შეცვლაზეა და სადებიუტო შანსს ელოდება ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც 12 ნოემბერს მოედანზე შესვლა არ მოუწია, ხოლო ბურჯები დავით ქუბრიაშვილი და კარლენ ასიეშვილი არიან. ეს უკანასკნელი ვასილ კაკოვინს ჩაანაცვლებს. თადარიგში არც ამჯერადაა მეორე ხაზის მოთამაში. კვლავინდებურად სკამზეა გიორგი თხილაიშვილი, ხოლო ლაშა ლომიძის ნაცვლად მოედანზე შალვა სუთიაშვილს უნდა ველოდოთ.

 

მარქაფაში გადაინაცვლა აფციაურმა, სკამიდან იწყებს თამაშს გიორგი ბეგაძე და იქვეა ქუთაისის ‘ბაგრატის’ მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, რომელსაც ჰეიგმა ხმალაძის ტრავმის შემდეგ უხმო. მას ბორჯღალოსნების კვართით ორჯერ აქვს ნათამაშები – 2013 წელს თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკა ‘ა’-ს და 2016 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ.

 

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად 11:00-დან 19:00-მდე და ონლაინ ვებგვერდზე TKT.GE/Rugby

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

შემოდგომის ტესტები 2016 * მეორე შაბათი
სამოა * შაბ 19/11 თბილისი, ვაკე, მესხი @ 15.00

1 2

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა