მინისტრმა ძალოსნებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა

თარიღი: ივლისი 12, 2016

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, 12 ივლისს დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარე სპორტკომპლექსში საქართველოს ძალოსანობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებს წევრებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილიც ესწრებოდა, თბილისში დასრულებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი შეჯამდა, საუბარი იყო ფედერაციის სარგებლობაში არსებული ახალი სპორტული ინვენტარის სხვადასხვა რეგიონში დარიგების შესახებ, ასევე დასახელდა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა 5-21 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში გასამართ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+ 105 კგ), ევროპის შარშანდელი ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე (+105) და 2012 წლის ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე (94 კგ) დაიცავენ. ფედერაციის წარმომადგენელთა თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს კიდევ 1 ლიცენზია გამოუყოს, რაც საბოლოოდ 18 ივლისს გაირკვევა.

მინისტრმა ახალგაზრდა ძალოსნებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები და გამარჯვება მიულოცა, ეროვნული ნაკრების წევრებს კი ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა. ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეგახსნებთ, რომ თბილისმა ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა. ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონი + 105 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე გახდა, ვერცხლს კი + 75 კგ-ში ანასტასია გოტფრიდი დაეუფლა.

რაც შეეხება რიოს ოლიმპიურ თამაშებს, ბრაზილიაში რაულ ცირეკიძე მედლებისათვის 13 აგვისტოს იბრძოლებს, ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე კი 16 აგვისტოს იასპარეზებენ.

სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

“პირობას გაძლევ, შენთვის ახალგაზრდა დავბრუნდები” – ავთანდილ ხურციძის ემო

პატიმრობაში მყოფმა ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა. 41 წლის სპორტსმენმა საკუთარ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა

ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ათეულს ჩოგბურთის ლ...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ნოვაკ ჯოკოვიჩი განცხადების გაკეთებას აპირებს”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ რადიო “უცნობში” სტუმრობისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ქართველი ჩოგბურთელის [&h...
წაკითხვა
სხვადასხვა

შეეძლო თუ არა ბასილაშვილს ყოფილი ცოლისთვის მილიონები გადაეხადა?

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ამბავმა სრულიად საქართველო მოიცვა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

18 ქალბატონი, რომელთაც ტაიგერ ვუდსი ხვდებოდა (ფოტო)

ტაიგერ ვუდსი ყველა დროის საუკეთესო გოლფის მოთამაშეა. ამერიკელი სპორტსმენი მუდამ იყო ქალბატონების მხრიდან ყურადღების ცენტრში. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე გერმანელი სპორტსმენია (ფოტო)

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ სპორტსმენს, შარლოტა ჰელენს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი უახლოეს ხანებში […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ადვოკატი: “ბასილაშვილის წარმატება დიდწილად მის ყოფილ ცოლთანაა დაკავშირებული”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნულ საქმეებზე მათი გადმოსახედიდან ისაუბრეს. “საზოგადოება...
წაკითხვა
სხვადასხვა

შოთა არველაძე ბასილაშვილზე: “მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილა...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადება

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ყოფილ მეუღლესთან საჯარო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განაცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის შესახებ გავრცელებული...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე: “მე და ჩემი შვილი ლამის სიცოცხლეს გამოვესალმეთ”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მოძალადე მხოლოდ მისი ყოფილი ქმარი არ არის და ის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქართველ ჩოგბურთელს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს (ფოტო)

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. ამ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ამ წუთებში თბილისის საქალაქო [&...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი ბავშვის წინააღმდეგ (ვიდეო)

მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა და TOP 8-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ლევან საგინაშვილმა სოციალურ ქსელ TikTok-ში სახალისო ვიდეო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ტაილანდური კრივიდან (ფოტო)

ალმა ჯუნიკუ ავსტრალიელი სპორტსმენია. ის ტაილანდური კრივის მებრძოლია და ორგანიზაცია One Championship-ში გამოდის. ალმა მსოფლიოს […]...
წაკითხვა