მინოლე კარიუსზე: “ვიცი, რასაც გრძნობს, მაგრამ მას წინ დიდი მომავალი ელის”
მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარემ, სიმონ მინოლემ, ლორის კარიუსს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, თანადგომა გამოუცხადა.
“ვიცი, რასაც გრძნობს. მას ახლა უბრალოდ დრო სჭირდება. კარგი რამ ის არის, რომ სეზონი დასრულებულია და ამ ყველაფრის გასაანალიზებლად და გასაძლიერებლად დიდი დრო გვაქვს.
თუ მას საუბარი დასჭირდება, რა თქმა უნდა, მე მის გვერდით გავჩნდები. ყველა მეკარეს ესმის, მსგავსი მომენტი ყველასთვის ნაცნობია. მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, ამ დროს ძლიერი უნდა იყო.
მას ვუთხარი, რომ ფინალში უმიზეზოდ არ გავსულვართ და რომ ამაზე უნდა ეფიქრა. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცუდ პერიოდს უკან მოიტოვებს,” – აცხადებს მინოლე.