მინოლე: “ლივერპული” სუარესის გარეშე უფრო ძლიერია!”
ლუის სუარესმა მერსესაიდის “ლივერპულში” ოთხი წელი ითამაშა და მთელი ამ დროის მანძლზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ყველაზე წარმატებული სეზონი ბოლოს ჰქონდა, როცა პრემიერ ლიგის 33 მატჩში 31 გოლის გატანა შეძლო.
“ლივერპულის” მეკარემ, სიმონ მინოლემ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის ფეხბურთელებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი სუარესის გარეშე უფრო ძლიერია.
“გასახდელში, მატჩის წინ 25 ფეხბურთელია. მათგან მხოლოდ 11 გადის მოედანზე. შესაბამისად, ყოველ შაბათ-კვირას ზოგ სპორტსმენს იმედი უცრუვდება.”
“თუმცა, ყველას ერთი მიზანი გვაქვს. ჩვენ ერთიანი, შეკრული და ძლიერი გუნდი ვართ და ასე ვცდილობთ წარმატების მიღწევას.”
“როდესაც აქ მოვედი, მაშინ მთელი გუნდი მხოლოდ სამ ფეხბურთელზე იყო აწყობილი: ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი მთავარი გოლეადორები იყვნენ. ხოლო, მათ უკან სტივენ ჯერარდი იდგა. ახლა მეტი გუნდურობა გვახასიათებს და ინდივიდუალიზმმა შედარებით უკანა პლანზე გადაიწია.”
“ჩვენ ერთად გადავდივართ პრესინგზე და, ასევე, გუნდურად ვიცავთ თავს. ახლა არ ვართ დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე, რომელიც გაიქცევა და გოლს გაიტანს.”
“თუ ადრე ლუის სუარესს გააჩერებდი, მაშინ “ლივერპულის” წინააღმდეგ რეალური შანსი გიჩნდებოდა.”
“ახლა კი მოწინააღმდეგეს მთლიანი გუნდის პირისპირ უწევს ბრძოლა. შესაბამისად, ახლა ჩვენ უფრო დიდ ძალას წარმოვადგენთ,” – განაცხადა ბელგიელმა მეკარემ.