მიქაუტაძის დამატება 15-ზე მეტ კლუბს სურს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცში” საოცარი სეზონი აქვს და მის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა.
მიქაუტაძეს დამატება, განსაკუთრებით, “ბარნლის” მთავარ მწვრთნელს, ვინსენტ კომპანის სურს, რომელიც ქართველის გადაბირებას ჯერ კიდევ სეზონის წინ ცდილობდა და ახლა პრემიერ ლიგაშიც სურს წაყვანა.
საფრანგეთის წამყვანი გუნდები, ბუნდესლიგიდან, იტალიიდან (მილანი), სერბეთიდან (ცრვენა ზვეზდა), თურქეთიდან (ტრაბზონი) და უამრავი კლუბი, ჯამში, 15-ზე მეტი, მიქაუტაძის დასამატებლად ემზადება.
“მეცსაც” სურს მთავარი ლიდერის შენარჩუნება და მას იოლად არ დათმობს.
სეზონის მთავარ მატჩს “მეცი” 2 ივნისს ჩაატარებს და “ბასტიას” დაუპირისპირდება. “მეცი” 69 ქულით მე-2 ადგილზეა და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს” ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. 72 ქულით პირველ ადგილზე “ლე ავრია”.