მიქაუტაძის პოკერი ბელგიაში (ვიდეო)

თარიღი: აგვისტო 25, 2020

ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის პირველ ტურში “ლომელმა” საკუთარ მოედანზე “სერენი” მიიღო და ანგარიშით 3:5 დამარცხდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო წარმოშობით ქართველი, საფრანგეთის მოქალაქე გიორგი მიქაუტაძე. 19 წლის თავდამსხმელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მასპინძელთა კარში ოთხი გოლი გაიტანა.

მიქაუტაძე ფრანგული “მეცის” კუთვნილებაა და ის “სერენში” ერთწლიანი იჯარით იმყოფება.

მსგავსი სიახლეები