“მიყვარხარ, საქართველო!” – ქირიამ გამარჯვების შემდეგ ქართველებს მიმართა (ვიდეო)
ქართველმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ One Championship-ის მსოფლიო გრან პრიზე პირველი შეხვედრა გამართა. ქირია მეოთხედფინალურ ეტაპზე გერმანელ ენრიკო კელს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალური ეტაპის ბრძოლას რამდენიმე თვეში გამართავს. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარია.
ენრიკო კელთან გამარჯვების შემდეგ, ქირიამ კომენტარი გააკეთა, ბოლოს კი ქართველებს ქართულად მიმართა:
“სალამი ყველას, ვინც მე “ანდერდოგი” მიწოდა. პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს, ჩემს მწვრთნელ ბაჩოს. მადლობა ჩემს მენეჯმენტს. შესანიშნავი გრძნობაა აქ ყოფნა. ძალიან ემოციური მომენტია, რადგან გავიმარჯვე. დაგპირდით, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლას შემოგთავაზებდით და მე ეს გავაკეთე.
მადლობა ჩემს ქვეყანას. მიყვარხარ, საქართველო! ჩვენ გავიმარჯვებთ და ბოლომდე მივიყვანთ საქმეს!” – თქვა ქირიამ.