მირანდა: “ბრაზილიის ნაკრებს არ გაუმართლა”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი მირანდა აცხადებს, რომ მის გუნდს პარაგვაისთან პენალტების სერიაში არ გაუმართლა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, კოპა ამერიკის მეოთხედფინალში, ბრაზილიამ პარაგვაისთან ფრედ 1:1 ითამაშა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც “სელესაო” 3:4 დამარცხდა.
“საუბარი რთულია. ძალიან სამწუხაროა, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, მატჩი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეტოქემ ერთი გოლიც პენალტიდან გაიტანა. ჩემი აზრით, პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა”, – უთხრა მირანდამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს.