მირანდამ “ინტერში” სამედიცინო შემოწმება გაიარა
მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, ჟოაო მირანდა მილანში სავალდებული წესით ჩაფრინდა.
“ინტერის” თვითერის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელმა მცველმა “ინტერში” წარმატებით ჩააბარა სამედიცინო შემოწმება.
ჟოაო მაშინ მოაწერს ხელს “ნერაძურისთან” პირად კონტრაქტს, როცა ის იტალიური გრანდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
ამ სეზონში, მირანდამ ლა ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.