“მის ადგილას ბედნიერი არ ვიქნებოდი” – რას ფიქრობს ბრუნო თანაგუნდელებზე?
ბრუნო ფერნანდეშის “მანჩესტერ იუნაიტედში” გამოჩენიდან 365-მა დღემ უკვე ჩაიარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის “ოლდ ტრაფორდზე” გამოჩენამ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა და ახლა “მანკუნიანელები” ჩემპიონობისთვისაც კი იბრძვიან.
გთავაზობთ ამ ერთი წლის მანძილზე ბრუნო ფერნანდეშის მიერ საკუთარ თანაგუნდელებზე გაკეთებულ საინტერესო კომენტარებს.
მარკუს რეშფორდი
“ვფიქრობ, ძალიან ბევრი ლაპარაკობს იმ ფაქტზე, რომ მარკუსს ბევრი გოლი ვერ გააქვს. მაგრა უნდა აღვნიშნოთ, რომ ის გასაოცარ სამუშაოს ასრულებს.
იმედი მაქვს, რომ მარკუსი უფრო შედეგიანი იქნება, რადგანაც ამ შრომას დაფასება სჭირდება. ცუდია, როდესაც გულშემატკივრები მხოლოდ გოლებით აფასებენ ფეხბურთელებს. თანაც მარკუსი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ტრავმირებული იყო და თვითდაჯერებულობა უნდა იპოვოს.”
ვიქტორ ლინდელოფი
“ის ერთ-ერთია, ვისთანაც კლუბში ყველაზე კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ურთიერთობას კიდევ უფრო მატებს ფასს ის ფაქტი, რომ პორტუგალიურად საუბარი შეუძლია.”
ჰარი მაგუაირი
“ჰარი დიდი ფეხბურთელია და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. ჰარი კაპიტანია. უდიდეს ნაკრებში თამაშობს და დიდი ზეწოლის მიუხედავად, კარგი მენტალიტეტი აქვს.
მან უბრალოდ უნდა გააგრძელოს ასეთ დონეზე თამაში. ვიცით, რომ მისი სახით საიმედო დამცველი გვყავს.”
პოლ პოგბა
“პოლი გასაოცარი ფეხბურთელია, მაგრამ არ მინდა ბევრი ვისაუბრო ჩემსა და პოლის შესახებ. ეს უსამართლობა იქნება სხვა თანაგუნდელების მიმართ.
რა თქმა უნდა, პოლს უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში და ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ.”
ედინსონ კავანი
“ჩემთვის, ედინსონი იმ ფეხბურთელთა რიგებში შედის, რომელთაც გოლის საუკეთესო ალღო აქვთ… ის ძალიანგვეხმარება. “ბაშაქშეჰირთან” მატჩში მან ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს, რადგანაც გოლი არ გაუტანია.”
ვან დე ბეეკი
“მე რომ დონის ადგილას ვიყო, ბედნიერიარ ვიქნებოდა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რასაც ვან დე ბეეკი აკეთებს – ის სკამიდან შემოდის და გუნდს უდიდეს დახმარებას უწევს.”