მიშელ პლატინი დააკავეს
უეფას ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი დღეს საფრანგეთის პოლიციამ დააკავა.
პლატინი დაკავებულია იმ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის ყატარისათვის გადაცემას ეხება.
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი ანტი-კორუფციული სააგენტოს ოფიცრებმა პარიზის გარეუბანში მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.
ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ცნობით, როცა პლატინი უეფას პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ის საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და ყატარის პრინცს შეხვდა. შეხვედრა მუნდიალის მასპინძლობისათვის ხმის მიცემამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.
2015 წელს ფიფას ეთიკის კომისიამ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მან ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხა.
შეგახსენებთ, რომ ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩატარდეს.