მიშელ პლატინიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა, მიშელ პლატინიმ, “ბებერ ქალბატონზე” ისაუბრა, რომლის რიგებშიც გასული საუკუნის 80-იან წლებში თამაშობდა.
“შევძლებდი თუ არა დღევანდელ “იუვენტუსში” თამაშს? სიმართლე გითხრათ ამ თემაზე არასოდეს მიფიქრია. ვფიქრობ, ამ ორი ეპოქის შედარება შეუძლებელი რამ არის.
კარიერა 32 წლის ასაკში დავასრულე, რონალდუ კი 33-ის იყო, როდესაც “იუვეში” გადავიდა. საქმე ისაა, რომ მას სრულად განსხვავებული აღნაგობა აქვს.
გარდა ამისა რონალდუ გასაოცარი მოტივაციით გამოირჩევა. მე სხვა დადებითი მხარეები მქონდა – ძალიან ძლიერი მარჯვენა ფეხი მქონდა და რამდენიმე გოლიც გავიტანე. როგორც ვთქვი, უბრალოდ საწვავი გამომელია.
“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მივიჩნევ. “ატლეტიკოსთან” მატჩში ამ გუნდმა დაამტკიცა, თუ რამდენად ძლიერია. მათ ნებისმეირის დამარცხება შეძულიათ,” – აცხადებს პლატინი.