მიულერი: “ბაიერნი ვერ აფეთქდა”
მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი, თომას მიულერი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ვერ აფეთქდა კარგად და პირველი მატჩის შემდეგ, მათი გასვლის შანსები მიზერულია.
“დიდი ხნის განმავლობაში დაცვაში ვიდექით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. რომ არა ნოიერი, არავინ იცის, რა მოხდებოდა,”-განუცხადა გერმანელმა Sky-ს.
“მეორე ნახევარში საკმაოდ კარგები ვიყავით. შეტევაზეც გადავედით, მაგრამ მცირე მოდუნებამ განაპირობა ის, რაც მოხდა. მარცხი მხოლოდ ჩვენი ბრალია. “ბაიერნი” ვერ აფეთქდა ისე, როგორც საჭირო იყო. შანსები მიზერულია, თუმცა სასწაულის გაკეთებას ვეცდებით”.