მიულერი: “ბაიერნს” ყველაფრის მოგება უნდა”
მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელმა თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა, რომლისთვისაც გასული სეზონი არც ისე წარმატებული გამოდგა, გუნდის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.
“მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, ფლეიმეიკერი ვიქნები, თუ გოლების გატანა დამევალება. მთავარია გუნდს დავეხმარო, რადგანაც ჩვენს მიმართ მოლოდინები ძალიან დიდია. მინდა გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭო ჩემი თამაშით.
ჩვეულებრისამებრ, “ბაიერნის” მიზანი ყველაფრის მოგებაა, წელსაც ასეა. ჩვენი მიზანი ერთია – გვინდა, რომ თითოეულ მატჩში მეტოქე დავჯაბნოთ და საუკეთესოები ვიყოთ. გვინდა ყველაფერი მოვიგოთ, ყოველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ,”- აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.