მიულერი: “ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება”
ტომას მიულერმა პრესასთან საუბრისას ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ თავის თავში ეჭვი არ ეპარება და ბოლომდე აპირებს ბრძოლას გუნდში საკუთარი ადგილისთვის.
როგორც იცით, ბოლო დროს გერმანელი თავდამსხმელი არც თუ ისე კარგად გამოიყურება და ბევრის აზრით, ასეთი თამაშით ის ძირითად შემადგენლობაში ყოფნასაც არ იმსახურებს.
თუმცა, “ჩელსისთან” გამართულ ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლის შემდეგ, მიულერმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ფეხბურთი ასეთია, როდესაც გოლს გაიტან, საუკეთესო ხარ, მეორე დღეს კი აღარავინ.
რაც მთავარია ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და ეს ორი გოლიც ძალიან დამეხმარა,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.