მიულერი დაბრუნდა – გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისათვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მთავარი ამბავი არის ის, რომ ეროვნულ გუნდში “ბაიერნის” შემტევი ტომას მიულერი დაბრუნდა, რომელსაც “ბუნდესნაკრებში” 2019 წლის შემდეგ არ უთამაშია.
გერმანიის ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: მანუელ ნოიერი, ბერნდ ლენო, კევინ ტრაპი;
მცველები: რობინ კოხი, ანტონიო რუდიგერი, მარსელ ჰალსტენბერგი, ლუკას კლოსტერმანი, კრისტიან გიუნტერი, მატს ჰუმელსი, რობინ გოსენსი, მატიას გინტერი, ნიკლას სიულე;
ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი, ლეონ გორეცკა, კაი ჰავერცი, ტომას მიულერი, ტონი კროოსი, ჯამალ მუსიალა, ემრე ჩანი, იონას ჰოფმანი, ფლორიან ნოიჰაუსი, ილკაი გიუნდოგანი, ლეროი სანე;
თავდამსხმელები: კევინ ფოლანდი, ტიმო ვერნერი, სერჟ გნაბრი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებ F ჯგუფში უნგრეთთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან ერთად იმყოფება.