მიულერი: ”ძნელი იქნება საუკეთესოს გამოვლენა”
მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელმა, თომას მიულერმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ოქროს ბურთზე” გამარჯვებულის გამოვლენა რთული იქნება.
”ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იმსახურებს ”ოქროს ბურთს” ყველაზე მეტად. ნოიერმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. ასევე რონალდოსა და მესის ჰქონდათ ჩინებული წელიწადი. ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ იმედი მაქვს ჯილდოს ნოიერი დაეუფლება. ისინი ცდებიან, რომლებიც ნოიერს ყველაზე ნაკლებად მოისაზრებენ ”ოქროს ბურთის” მოგების ერთადერთ კანდიდატად,” – განაცხადა თომას მიულერმა.