მიულერი: “გერმანიაში საჩემპიონო რბოლა დასრულებულია”

თარიღი: მარტი 1, 2014

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში გამარჯვებას არავის არ დაუთმობს. შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ “ბაიერნი” 19 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს – ლევერკუზენის “ბაიერს”.

“გერმანიაში საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. 12 მატჩში 6-ის წაგება უბრალოდ წარმოუდგენელია და ამას არც არავინ ელის ჩვენგან, იმის გათვალისწინებით, რომ 22 ტურში მარცხი არ გვქონია” – განაცხადა მიულერმა.

მსგავსი სიახლეები