მიულერი: “ყველას ახსოვს “რეალის” მიერ გატანილი ორი გოლი თამაშგარედან”
დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.
გერმანელთა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“ყველას ახსოვს შარშანდელი ორი გოლი, რომელიც “რეალმა” თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა. ეს სწორედ აქ მოხდა. ასევე, გულშემატკივარს ახსოვს “იუვენტუსთან” შეხვედრაში მატჩის ბოლოს დანიშნული თერთმეტმეტრიანი. აქაურ ატმოსფეროს ჩვენთვის მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს, ისედაც დიდი სტრესის ქვეშ ვართ და ახლა დასაკარგი აღარაფერია.”
“პირველი შეხვედრა გავაანალიზეთ და ვიცით, განმეორებით მატჩში როგორ უნდა ვითამაშოთ. აუცილებელია, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვყინეოთ, არ გავანიავოთ შანსები, ბურთზე დაგეშილნი ვიყოთ და ასე დავაზიანოთ მეტოქე,” – ამბობს გერმანელი.