მიუნხენის ტრაგედიის გმირი ჰარი გრეგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე ჰარი გრეგი, რომელიც 1958 წლის მიუნხენის ტრაგედიას გადაურჩა, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბრიტანელი ფეხბურთელი “იუნაიტედს” ტრაგედიამდე ორი თვით ადრე შეუერთდა. მას ხშირად მიუნხენის ტრაგედიის გმირადაც მოიხსენიებდნენ, რამდენადაც ჰარიმ იუგოსლავიელი დიპლომატის ფეხმძიმე მეუღლე და მისი ქალიშვილი გადაარჩინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰარი გრეგი კვლავ დაბრუნდა ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში თავისი თანაგუნდელების სერ ბობი ჩარლტონისა და დენის ვიოლეტი გადაარჩინა მეტ ბასბისა და ჯეიკ ბლანჩფლოუერთანერთად.
“დიდი მწუხარებით გაცნობებთ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ყოფილი წევრის, ლეგენდარული ჰარი გრეგის გარდაცვალებას. ჰარიმ სული მშვიდად განუტევა თავისი ოჯახის გარემოცვაში ყოფნისას,” – ვკითხულობთ ჰარის ფონდის ოფიციალურ განცხადებაში.