მხითარიანი: ‘ჩემდა გასაკვირად, ნაკრებში არ გამომიძახეს’
სომხეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი ივნისში გასამართი მატჩებისათვის განაცხადში ვერ მოხვდა. ამის შესახებ “რომას” 32 წლის ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ჩემდა გასაკვირად, სომხეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან მაცნობეს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, მომდევნო მატჩებისათვის განაცხადში ვერ მოვხვდი. ოფიციალურად ჩამოყალიბებული მიზეზები ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭებს მომდევნო მატჩებში წარმატებას ვუსურვებ”, – წერს მხითარიანი.
სომხეთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – 1 ივნისს ხორვატიას, ხოლო 5 ივნისს შვედეთს დაუპირისპირდება.
To my suprise, I’ve been informed by the coaching staff of the Armenian National Team that, for whatever reasons, I wasn’t called up for the upcoming games. The provided official reasons aren’t convincing to me. I wish however the best of luck to our boys in the matches to come.
— Henrikh Mkhitaryan (@HenrikhMkh) May 24, 2021