მხითარიანი: “იტალიელები სომხებს ჰგვანან”

თარიღი: ნოემბერი 20, 2019

“რომას” ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა იტალიურ გარემოზე ისაუბრა. სომეხი ფეხბურთელი ამბობს, რომ იტალიელები ხასიათით სომხებს ჰგვანან.

“აქ თავს კარგად ვგრძნობ. კლუბსაც და ქალაქსაც დიდი ისტორია აქვს. ამინდი ისეთივეა, როგორც სომხეთში, სადაც 300 დღე მზიანია. იტალიელი ხალხიც სომხებს ჰგავს – მხიარულები და ირონიულები არიან და მენტალიტეტიც მსგავსია. შესაბამისად, აქ თავს კარგად ვგრძნობ. ცხადია, რომში ტურისტად არ ჩამოვსულვარ. აქ იმისათვის ვარ, რომ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო”, – უთხრა მხითარიანმა ჟურნალ FourFourTwo-ს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის შემტები “რომაში” გასულ ზაფხულს იჯარით “არსენალიდან” გადავიდა.

მსგავსი სიახლეები