მხითარიანი „იუვენტუსთან“ არ იქნება?
დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა გენრიხ მხითარიანმა, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს.
„კიოლთან“ გერმანიის ჩემპიონატის გუშინდელ მატჩში სომხეთის ნაკრების მოთამაშემ ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი იტალიურ კლუბთან თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ცნობისთვის, „ბორუსია“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა ოთხშაბათს, 18 მარტს შედგება. პირველი მატჩი ტურინელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.