მხითარიანი: „კლოპი ფსიქოპათია“
დორტუმიუნდის „ბორუსიას“ ნახევარემცველმა ჰენრიხ მხითარიანმა თავისი გუნდის ყოფილი თავკაცი იურგენ კლოპი ამჟამინდელს (ტომას ტუხელს) შეადარა.
„კლოპი საფეხბურთო ფსიქოპატია: ზეწოლა, პრესინგი, კონტრშეტევები. ტუხელის მოსვლამ ბევრი რამ შეცვალა, ახლა სხვაგვარად ვთამაშობთ და შემტევ მოქმედებებში მეტი თავისუფლება გვაქვს. მისი დახმარებით თავს უფრო მნიშვნელოვან ფეხბურთალად ვგრძნობ“, – განაცხადა მხითარიანმა „Gazzetta dello Sport“-თან ინტევიუში.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გამთამაშებაში მხითარიანმა 26 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.