მხითარიანი: “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემი ოცნების კლუბი ნამდვილად არ არის”
“მანჩესტერ იუნაიტედის” სომეხმა შემტევმა, ჰენრიკ მხითარიანმა დორტმუნდის “ბორუსიადან” წასვლაზე და იმ ახალ გამოწვევაზე ისაუბრა, რომელიც ინგლისში გადასვლას მოჰყვებოდა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემი ოცნების კლუბი ნამდვილად არაა, მაგრამ მას ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე ვაყენებდი. “იუნაიტედი” “ბორუსიაზე” დიდი კლუბია, ეს ყველამ იცის და ჩვენც უნდა ვაღიაროთ.
“ოლდ ტრაფორდზე” გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რომლისთვისაც უარის თქმა ვერ შევძელი.
ფული? აქ ამის გამო ნამდვილად არ გადმოვსულვარ. ფულზე რომ მეფიქრა, თავის დროზე კარიერას “ანჟიში” გავაგრძელებდი და არა დორტმუნდის “ბორუსიაში”.