მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში” განცალკევებით ვარჯიშობს
ჰენრიხ მხითარიანს “მანჩესტერ იუნაიტედში” საქმეები ცუდად აქვს. სომეხმა ფეხბურთელმა გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ურთიერთობა ვერ ააწყო.
მხითარიანს, რომელიც გასულ სეზონში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად დასახელდა, ჟოზე მოურინიოსთან კონტაქტი არ აქვს. 27 წლის ფეხბურთელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, მას “წითელი ეშმაკების” რიგებში მხოლოდ ოთხი არასრული მატჩი აქვს ჩატარებული.
გუშინდელ ვარჯიშზე ჰენრიხ მხითარიანმა გუნდისგან განცალკევებით იმუშავა.
მიუხედავად იმისა, რომ სომეხი ნახევარმცველი ჯანმრთელადაა, იგი, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ვერც “ბარნლის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:0) განაცხადში ვერ მოხვდა.