მხითარიანმა ბავშვობის პერიოდის საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

თარიღი: დეკემბერი 14, 2016

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ბავშვობის პერიოდის საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა.

“ტიერი ანრის ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, როდესაც იგი “არსენალში” თამაშობდა. ანრი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო, ვინაიდან თავიდან მეც თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი. მოგვიანებით გავხდი ნახევარმცველი.

“მანჩესტერ იუნაიტედში” გადმოსვლის შემდეგ ცოტა გამიჭირდა, მაგრამ პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ გახდომისთვის ყველაფერს ვაკეთებ. თავჩაუხრელად ვმუშაობ. მწვრთნელის ყველა მითითებას ვასრულებ. მინდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” გამოვადგე”, – მხითარიანის კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები