მხითარიანმა დედას იუბილე მიულოცა და ფანები გააკვირვა (ფოტო)
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა საკუთარ დედას, მარინა ტაშჩიანს დაბადების დღე მიულოცა და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
“დედის სიყვარულს ქვეყნად არაფერი შეედრება. დაბადების დღეს გილოცავ, დედა”, – დაწერა მიკრობლოგზე 28 წლის სომეხმა ფეხბურთელმა.
გულშემატკივართა უმრავლესობა მხითარიანის დედის ახალგაზრდულმა შეხედულებამ გააკვირვა.