MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
MLS-ში მოთამაშე ფეხბურთელთა პროფკავშირმა ლიგაში მოასპარეზე ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სია გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, MLS-ში ყველაზე მაღალ ჯამაგირს “ორლანდო სიტის” ნახევარმცველ კაკას უხდიან, რომლის წლიური ხელფასიც 7 მილიონ 167 ათას დოლარს შეადგენს. ბრაზილიელს მცირედით ჩამორჩება “ტორონტოს” თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო.
MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:
1. კაკა (“როლანდო სიტი”) — 7,167 მლნ დოლარი
2. სებასტიან ჯოვინკო (“ტორონტო”) — 7,155 მლნ
3. მაიკლ ბრედლი (“ტორონტო”) — 6,5 მლნ
4. სტივენ ჯერარდი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) — 6,132 მლნ
5. ფრენკ ლამპარდი (“ნიუ იორკ სიტი”) — 6 მლნ
6. ანდრეა პირლო (“ნიუ იორკ სიტი”) — 5,915 მლნ
7. დავიდ ვილია (“ნიუ იორკ სიტი”) — 5,61 მლნ
8. ჟოზი ალტიდორი (“ტორონტო”) — 4,8 მლნ
9. კლინტ დემპსი (“სიეტლ საუნდერსი”) — 4,605 მლნ
10. ჯოვანი დოს სანტოსი (“ლოს ანჯელეს გალაქსი”) — 4,25 მლნ