მნიშვნელოვანი 3 ქულა – ლოკომ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა

თარიღი: აგვისტო 4, 2018

ეროვნული ლიგის მე-19 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა. 4 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათდარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3-2 მოიგო.

მატჩის გმირი მამია გავაშელიშვილი გახდა, რომელმაც სტუმრებს დუბლი შეუსრულა.

დისკვალიფიკაციის გამო, სამტრედიასთან მატჩში, ლოკოს კაპიტანი დავით უბილავა ვერ დაეხმარა. მისი ადგილი, დაცვის მარცხენა ფლანგზე ირაკლი კომახიძემ დაიკავა, კაპიტანი კი ნიკა ჭანტურია იყო.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. რეალური საგოლე მომენტის შექმნა არცერთ გუნდს არ გამოუვიდა.

მეორე ნახევარი სამტრედიელთა გოლით დაიწყო. 50-ე წუთზე, გიორგი ახალაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ლოკომ ანგარიშის გათანაბრება 10 წუთში შეძლო. ოთარ კობახიძის კარგი პასის შემდეგ, საჯარიმოში, დასწრებაზე თამაში შეცვლაზე შესულმა რევაზ ინჯგიამ სცადა, თუმცა მას გიორგი გურულმა დაასწრო და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

79-ე წუთზე, ლოკომოტივი მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა. ლოკოს ფორვადმა საჯარიმოს კუთხიდან ლამაზი გოლი გაიტანა.

ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ ოთარ კობახიძესა და ზურიკო დავითაშვილს. პირველ შემთხვევაში კობახიძეს სიზუსტე დააკლდა, დავითაშვილს კი სტუმართა მეკარემ აჯობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

სამტრედიამ ანგარიში 90-ე წუთზე გაათანაბრა. საჯარიმოში, სტუმართა შემტევი გიორგი გაბაძემ წააქცია, მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად ოლეგ მამასახლისმა შეასრულა.

გამარჯვების გოლის ავტორი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გავაშელიშვილი გახდა. მამიამ, საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა.

19 ტურის შემდეგ, ლოკომოტივმა 22 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო, სამტრედია ცხრა ქულით მეცხრე პოზიციაზეა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ასეთი ამბავია, როცა მესი არგენტინაში ჩადის (ვიდეო)

მესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მოისურვა ვახშმობა. მესის სტუმრობა მალევე გავრცელდა და გარეთ, ასეთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენმა “ტორინოსთან” 130 ათასი ევრო გამოიმუშავა

“ნაპოლიმ” “ტორინო” 0-4 გაანადგურა. ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ოსიმენს სერია A-ში 21 გოლი დაუგროვდა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა”, შესაძლოა, მე-2 ლიგაში გააგდონ

ესპანური მედიის ინფორმაციით, არის გარკვეული შანსი კატალონიის “ბარსელონა” მე-2 ლიგაში დააქვეითონ. გასულ კვირაში ესპანეთის პროკურატურამ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

დათო ტურაშვილი: “არ მინდოდა ამის თქმა, რაც ბადრი კვარაცხელიამ მითხრა, მაგრამ ყაველაშ

მწერალი დათო ტურაშვილი პარლამენტის წევრის, ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართვას პასუხობს. “ხვიჩა კვარაცხელია, არათუ აღფრთოვანებული ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური გრანდი მამარდაშვილში 30 მილიონს იხდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას “იუვენტუსი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას ქალბატონი ყოველთვის მარადონაზეა: ნიცა თავაძე ერთ მატჩსაც არ აცდენს!

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერს და კვარას წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მის შეყვარებულს, ნიცა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხალხს რა უქნა? კვარას საოცარი გოლიიიიიი (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “ატალანტას” ძალიან მაგარი გოლი გაუტანა. GOAL | NAPOLI 1-0 ATALANTA ⚽️ 59' Khvicha […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა მორიგ რეკორდზე მიდის! 75 მილიონი ევრო!

2022 წლის 1 ნოემბერს გერმანულმა Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროდ შეაფასა. 2022 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდომ საუდის არაბეთში ჯარიმა საშინლად ცუდად შეასრულა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრი” გუშინ 0-1 დამარცხდა “ალ იტიჰადთან”, რომელიც საუდის არაბეთის ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი “ბარსელონაში” კვარას ტრანსფერს ითხოვს!

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს. “ბარსელონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ” ოსიმენში ასტრონომიულ თანხას იხდის

Football Italia-ს ინფორმაციით, “პსჟ” მზად არის “ნაპოლის” თავდამსხმელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. ოსიმენს “ნაპოლისთან&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყაველაშვილის პასუხი არველაძეს: “ამჩატდა”

“ქართული ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი შოთა არველაძეს პასუხობს, რომელმაც  “აგენტების შესახებ კანონს” მიუღებელი უწოდა. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მხოლოდ ერთი სიტყვა! რა თქვა კვარამ გასახდელში?

იტალიური მედია Gazzeta Dello Sport “ნაპოლის” გასახდელში მომხდარ ამბებზე წერს, რომელიც “ლაციოსთან” მარცხის შემდეგ წარიმართა. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპეს ღირსეული საქციელი!

რამდენიმე დღის წინ კილიან მბაპე “პსჟ”-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ედისონ კავანის შედეგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას სწორი გადაწყვეტილება – 24 საათიანი დაცვა…

ხვიჩა კვარაცხელია მანქანის მოპარვის შემდეგ, დროებით, სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარა ახლა მუდმივ […]...
წაკითხვა