მნიშვნელოვანი პროექტი სკოლებისთვის – დაფინანსება კატეგორიის მიხედვით

თარიღი: ოქტომბერი 30, 2019

დასრულდა ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 94-მა ფეხბურთის სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სკოლებს სფფ-ს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე 4 სხვადასხვა კატეგორია მიენიჭათ.

            I კატეგორია – ფეხბურთის აკადემია (4 სკოლა)

            II კატეგორია – ფეხბურთის სკოლა (12 სკოლა)

            III კატეგორია – ფეხბურთის საბაზისო სკოლა (10 სკოლა)

            IV კატეგორია – ფეხბურთის წრე (68 სკოლა);

ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროექტი ემსახურება საქართველოში ახალგაზარდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, სფფ-ის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელებას; ახალგაზრდულ სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასებას და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას.

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: „დღეს მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის სკოლების დაფინანსებას და მხარდაჭერას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. წლებია, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვადასხვა აქტივობებით, აქტიურად ვუჭერთ მხარს და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას. სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭების საფუძველზე ყველა რეგისტრირებულ სუბიექტს დამატებითი ფინანსური დახმარება ექნება განვითარების ფონდის მხრიდან. 2018 წლის შემდეგ სკოლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა გაიზარდა და წელს პროექტის ფარგლებში უკვე მილიონ ექვსას ოცი ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა შესაბამისად გადაუნაწილდება 4 კატეგორიაში შემავალ 94 ფეხბურთის სკოლას. აღნიშნული თანხა მოხმარდება თავად სკოლების განვითარებას.“

პროგრამული დაფინანსება განკუთვნილია საფეხბურთო სკოლების ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ ხარჯებს, სპორტული ინვენტარის შეძენას, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებისა და ორგანიზების, სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯებს და სხვა საკითხებს, რაც გათვალისწინებულია სკოლების კატეგორიზაციის დებულებებში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის და  წინასწარ წერილობით თანხმდება ფონდთან.

კატეგორიზაციის პროცესს წინ უძღოდა აღწერის პროექტირომლის დროსაც ფედერაციის მონიტორინგის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით პოტენციურ კანდიდატ სკოლებში ვიზიტით, ადგილზე შეისწავლა სიტუაცია და მოახდინა სკოლების აღწერა.

შედეგების გაანალიზების და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა სკოლების კატეგორიზაციის დებულებებირომლებიც ძალაში შევიდასფფის აღმასკომის მიერ 2018 ივნისში დამტკიცების შემდეგ და ამოქმედდა 2-წლიანი საპილოტე ციკლი 2018-2019 წლებისთვის. 2020 წლიდან კი კატეგორიზაციის რეგულარული 3-წლიანი ციკლები დაიწყება.

აღნიშნული პროექტის ინიციატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფინანსურ მხარდაჭერას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ზიდანი ბეილზე საუბრისას: “ყოველთვის დავიცავ ჩემ ფეხბურთელებს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “ვალიადოლიდთან” გასამართი მატჩის წინ ზინედინ ზიდანის არყოფნის მიზეზებზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიოლა: “იუვენტუსის” ფანებმა პოგბსა დაბრუნებაზე უნდა იოცნებონ”

პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა პრესასთან საუბირსას საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც “იუვეს” ფანებმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფაბინიო: “მბაპეს შეძენა მწვრთნელისათვის თავის ტკივილი იქნება”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა, ფაბინიომ კილიან მბაპეს შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მბაპეს “ლივერპულთან” ხშირად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტეო ერნანდესს “ბრეშასთან” სუპერგოლამდე სულ ცოტა დააკლდა (ვიდეო)

24 იანვარს, იტალიის სერია A-ში “მილანი” სტუმრად “ბრეშას” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა. მატჩის 86-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე პოპულარობაზე: “კარფურში ყველის ყიდვაც კი მიჭირს”

“პარი სენ-ჟერმენის” 21 წლის სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ცნობადობა და პოპულარობა ხშირად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დროის რა პერიოდში შეიძლება იზეიმოს “ლივერპულმა” ჩემპიონობა?

იურგენ კლოპის “ლივერპული” პრემიერ ლიგაში უბრალოდ გასაოცარ შედეგებს აჩვენებს. ტოპ-5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტარტი სწორედ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდის მეორე გოლი “კიოლნის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Haaland = Baller pic.twitter.com/O82KGLU0Nh — 𝕃𝔸𝕃𝔸 (@im_seunweezy) January 24, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდმა “დორტმუნდის” მაისურით ისევ გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო 🥅 GOAL! 4-1⚽ @ErlingHaaland #BVBKOE pic.twitter.com/x0qTVzO2V8 — Borussen ✍🏼 (@BorussenEdits) January 24, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძემ “რუბინი” დატოვა

ყაზანის “რუბინი” ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ დატოვა. მიქელთაძე “რუბინთან” ერთად თურქულ შეკრებაზე წავიდა, თუმცა 2 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი ქუთაისის “ტორპედოს”

24 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის 2020 წლის აღმასკომის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი საკითხი გუნდების ლიცენზირება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 იანვარი

“ლაიფციგი” კრისტიენსენის შეძენაზე ფიქრობს “ბილდის” ინფორმაციით, “ლაიფციგი” “ჩელსის” მცველის, ანდრეას კ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მწვრთნელი ადასტურებს – დანი ოლმო ახალ კლუბში ითამაშებს

ზაგრების “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ნენად ბიელიცა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გუნდი ესპანელმა ვარსკვლავმა დანი ოლმომ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკაკუ: “კონტემ მთელი გუნდის წინაშე მითხრა, რომ ნაგავი ვიყავი”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა. ბელგიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ დაიწყო “ტრანმირ როვერსი” – “უოტფორდის” მატჩი

23 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე “ტრანმერ როვერსმა” საკუთარ მოედანზე “უოტფორდი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. მატჩი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კულტურალ ლეონესამ” ესპანეთის თასზე “ატლეტიკო” დაამარცხა – რ

24 იანვარს ესპანეთის თასზე სენსაციური რამ მოხდა. სეგუნდა B-ს ბინადარმა “კულტურალ ლეონესამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის […]...
წაკითხვა