მო სალაჰმა სტივენ ჯერარდის რეკორდი დაამხო
მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში “მიდტიულანდის” კარის აღება მატჩის საწყის წუთებში შეძლო. ამ შედეგით სალაჰი “ლივერპულის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე.
ზემოხსენებული გოლი სალაჰისთვის რიგით 22-ე გახლდათ “ენფილდელთა” მაისურით. ასე რომ, ეგვიპტელმა ვარსკვლავმა სტივენ ჯერარდის რეკორდი დაამხო, რომელსაც 21 გოლი ჰქონდა გატანილი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.
“დიდებული გრძნობაა, როდესაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ხარ. ამით შემიძლია ვიამაყო.
თუმცა მთავარია, რომ გოლების გატანა განვაგრძო. ჩემი მიზანი ჯერარდთან სხვაობის გაზრდაა. მუდმივად ვცდილობ გოლების გატანას და გუნდის დახმარებას,” – აცხადებს 28 წლის ეგვიპტელი.
22 – Mohamed Salah's goal was his 22nd in the UEFA Champions League for Liverpool (excluding qualifiers); he has now overtaken Steven Gerrard (21) to become the Reds' all-time leading European Cup/Champions League scorer. King. pic.twitter.com/Zt7ccm5C7d
— OptaJoe (@OptaJoe) December 9, 2020