“მოდი ჩემს სახლში და განახებ, ვარ თუ არა გეი” – ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო გამონათქვამები
როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ხშირად, შვედი მოთამაშე ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ივიწყებენ.
“ანშო ჰოთ-დოგზე გავუშვი”
ერთხელ, როდესაც ზლატანის გუნდს “ლივერპულის” წინააღმდეგ თამაში უწევდა, საინტერესო რამ მოხდა. მთელი მატჩის განმავლობაში, შვედ მოთამაშეს შვეიცარიელი მცველი სტეფან ანშო მეურვეობდა.
იბრაჰიმოვიჩი ამბობს: “თავიდან, ბურთი მარცხნივ წავიღე. შემდეგ მარჯვნივ. ბოლოს, ისევ მარცხნივ, ხოლო ის ჰოთ-დოგზე გავუშვი.”
“ვენგერი ჩემს დარწმუნებას არ ცდილობდა”
ყველამ იცის, რომ 2000 წელს, იბრაჰიმოვიჩს ლონდონის “არსენალში” გადასვლა შეეძლო. “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ზლატანს სინჯების გავლა სთხოვა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეს იუარა.
“არსენ ვენგერმა “არსენალის” 9-ნომრიანი მაისური გადმომცა, რომელზედაც ჩემი გვარი იყო დაწერილი. აღტაცებული ვიყავი და მაისურში გამოწყობილი ფოტოებს ვიღებდი. ველოდი, ვენგერი შეეცდებოდა, რომ მის გუნდში დავეტოვებინე. თუმცა, ის საერთოდ არაფერს ცდილობდა”, – აღნიშნავს იბრაჰიმოვიჩი.
“შენი დაც გამოიყოლე”
როდესაც იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, პრესაში მის სექსუალურ ორიენტაციაზე ბევრი რამ იწერებოდა. ერთხელ, მას ჟურნალისტმა ქალბატონმა ჰკითხა, იყო თუ არა ის გეი. ზლატანმა კი ასე უპასუხა: “მოდი ჩემს სახლში და განახებ, ვარ თუ არა გეი. შენი დაც გამოიყოლე.”
“შენს ცოლს ჰკითხე”
ერთხელ, პრესკონფერენციაზე, ზლატანს ჟურნალისტმა ჰკითხა: “რატომ გაქვთ სახეზე ნაკაწრები?”. შვედმა კი უპასაუხა: “არ ვიცი… თქვენს ცოლს ჰკიხეთ…”
დიტო ჭიჭინაძე