მოდრიჩი: “ბეილმა ესპანური იცის, უბრალოდ მორცხვია”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, პრესასთან საუბრისას გარეტ ბეილი დაიცვა. როგორც იცით, უელსელი ფეხბურთელი იჯარის წესით “ტოტენჰემში” ითამაშებს.
“ჩემი პროფესიონალური კარიერის უმეტესი ნაწილი ბეილის გვერდით გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ ის გასაოცარი ადამიანია. გასახდელში პრობლემები არასოდეს ჰქონია. მან ესპანური იცის, ბევრსაც ხუმრობდა, უბრალოდ მორცხვია.
რასაც ბეილზე ამბობენ, ხშირად უსამართლოა. მას მხოლოდ ბოლო წლების შედეგებით სჯიან. ის ყოველთვის დაამახსოვრდებათ ფეხბურთელად, რომელმაც მადრიდისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.
თითოეული ადამიანი განსაკუთრებულია და თავისი ხასიათებით გამირჩევა. ბეილი უბრალოდ ასეთი იყო – ცოტათი ასოციალური, მაგრამ გასახდელში ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან მწყინს, რომ ასე მალე დაივიწყეს ყველაფერი,” – აცხადებს მოდრიჩი.