მოდრიჩი: “ჩემში ეჭვი ბავშვობიდანვე ეპარებოდათ”
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა და “ოქროს ბურთის” მოქმედმა გამარჯვებულმა, ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მასში ეჭვი ბავშვობიდანვე ეპარებოდათ, თუმცა უმაღლეს დონეს მაინც მიაღწია.
“მახარებს ის ფაქტი, რომ ხალხმა აღიარა ყველაფერი, რასაც ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში მივაღწიე. იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო, ბევრჯერ გამარჯვება დამჭირდა და საბოლოოდ, ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ფეხბურთი მხოლოდ გოლები, გოლები და გოლები არ არის.
ფიზიკური აღნაგობისა და სიმაღლის გამო, ჩემში ეჭვი ბავშვობიდანვე ეპარებოდათ. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს კომპონენტები წარმატების მიღწევისათვის მნიშნელოვანი იყო, მაგრამ ჩემ თავში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. ამიტომაც, ერთ დღესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მივედი.
თავიდან ჩემი ბევრს არ ჯეროდა, ყოველთვის იყო ეჭვები და მესმოდა, რომ მე უმაღლეს დონეს ვერ მივაღწევდი. ახლა ოქროს ბურთის მფლობელი ვარ. ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია, ყველაფერს შრომით მივაღწიე”, – უთხრა მოდრიჩმა GQ-ს.