მოდრიჩი დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

თარიღი: დეკემბერი 12, 2014

მადრიდის “რეალის” წამყვანი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, სანაკრებო მატჩში მიღებული ტრავმის მკურნალობას აგრძელებს.

“სამეფო კლუბის” მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ლუკას სარეაბილიტაციო კურსის სისწრაფით კმაყოფილია. მოსალოდნელია, რომ ხორვატი შუახაზელი სრულფასოვან ვარჯიშებს იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს და მოედანზე დასაბრუნებლად მოემზადება.

ლუკამ პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლთან ერთად 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები