მოდრიჩი ინგლისელებზე: “ჩვენ ყველაფერს ვისმენდით და ვკითულობდით”
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა ინგლისთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდის მუნდიალის ფინალში გასვლა უდიდესი მიღვევაა.
როგორც იცით, ხორვატიამ ინგლისი დამატებით ტაიმებში 2:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
“ხალხი საუბრობდა… ინგლისელი ჟურნალისტები, ექსპერტები… ისინი ხორვატიის ძალებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ და ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ ყველაფერს ვისმენდით, ვკითხულობდით და შემდეგ ვამბობდით: “კარგი, დღეს გაჩვენებთ, ვინ არის დაღლილი.” მათ მეტოქის მიმართ უფრო მეტის პატივისცემა უნდა გამოეჩინათ.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დაღლილები არ ვართ – მენტალურადაც და ფიზიკურადაც მეტოქეს ვაჯობეთ. ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა უდიდესი მიღწევა და ოცნების ახდენაა. ეს ხორვატიის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევაა და ამით ვამაყობთ.