მოდრიჩი: “ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს”
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს.
“ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ ფინალში მარცხი ადვილი გადასატანი არ არის. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, არ დავნებდით მაშინაც კი, როცა ანგარიში 4:1 იყო. ვფიქრობ, ხორვატიამ ფინალში უფრო მეტი დაიმსახურა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს, ამიტომაცაა ეს სპორტის სახეობა მსოფლიოში საუკეთესო.
პენალტის ეპიზოდი არ დამინახავს, მაგრამ პერისიჩმა მითხრა, რომ ხელით განზრახ არ უთამაშია. სხვებმაც მითხრეს, რომ თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო. პირველ გოლამდე, თამაშის წესის დარღვევა არ ყოფილა”, – ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს “ასი”.